არჩილ გორდულაძე – პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
არჩილ გორდულაძის განცხადებით, როდესაც პარტიები კონსტიტუციიდან გადიან, მათი საქმიანობის შეზღუდვა ლეგიტიმურია და სტრასბურგის სტანდარტებს შეესაბამება. მან ოპოზიციური პარტიები ამომრჩევლის ნების ფეხქვეშ გათელვასა და ხელისუფლების დამხობის მოლოდინში დაადანაშაულა.

„ნაციონალ-სოციალური პარტია“, რომელიც აკრძალულია გერმანიაში, რამდენი ადამიანი უჭერდა მხარს ნაცისტურ პარტიას გერმანიაში, 50-იან წლებში რომ აკრძალეს, რამდენი ადამიანი იყო ამ პარტიის წევრი? – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, ხდება თუ არა პარტიების აკრძალვით მათი ელექტორატის, ამომრჩევლების ნების უგულებელყოფა და იგნორირება, მით უმეტეს, რომ მათი რაოდენობა, ჯამში, 800 000-მდე იყო, რადგან ასაკრძალთა სიაში არის ხუთი პოლიტიკური ძალა და აქედან ოთხმა 2024 წლის არჩევნებზე გადალახა საარჩევნო ბარიერი.
„ფაშისტური პარტიის იტალიაში? ესპანეთში აკრძალული? პორტუგალიაში აკრძალული პარტიები, საყოველთაოდ ცნობილი პარტიები რომ არის? მაგალითად, წეღან ჩემ წინ გამომსვლელმა სიორიძემ რომ ისაუბრა „ბატასუნასთან“ დაკავშირებით, ესეც ესპანეთში აკრძალული პარტიაა. ამასთან დაკავშირებით იმსჯელა სტრასბურგის სასამართლომ და თქვა, რომ დიახ, პარტიების აკრძალვა არის უკიდურესი ზომა, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიებს უდიდესი როლი აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოში და ისინი მთავარი არიან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და ნების გატარებაში, მაგრამ როდესაც ისინი გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და არაფრად დაგიდევენ ადამიანის უფლებებს, დიახ, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას“, – განაცხადა გორდულაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად სწორია პარალელების გავლება იმავე „ლელოსთან“, გახარიას პარტიასთან, „ფედერალისტებთან“ ან იმავე პარტია „ახალთან“, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა, რადგან საუბარია მის მიერ ჩამოთვლილი პარტიების მძიმე მემკვიდრეობაზე, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ, პირველ რიგში, ამ ე.წ. პარტიებმა, რეალურად კი სხვადასხვა რიგითი ნომრისა და პარტიული ტიტულატურის თუ თავიანთი ნიშების გამოყენებით დაქსაქსულმა ერთი ძალის მხარდამჭერებმა და ერთი ძალის წარმომადგენლებმა თვითონ უნდა მოუხადონ ბოდიში თავიანთივე ამომრჩევლებს.
14.10.2026
ინტერვიუ არჩილ გორდულაძესთან #დღისთემა
„რას ვგულისხმობ ამ ყველაფერში? რისთვის მისცა მათ ხმა და დაუჭირა მხარი ქართულმა საზოგადოებამ, მათივე ამომრჩეველმა? იმისთვის, რომ მათ თავიანთი პოზიციები გაეჟღერებინათ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, რაც არ გააკეთეს. სამი ე.წ. პარტიის შემთხვევაში გვაქვს ძველი „ნაციონალური მოძრაობა“, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელოელი ნაცები“. მათ უბრალოდ ფეხქვეშ გათელეს თავიანთივე ამომრჩევლის ნება. იმავეს აკეთებდნენ 2020 წელსაც და ქვეყნის ერთწლიანი ჯანჯღარის, ისევ და ისევ გარე პატრონების ე.წ. მედიაციის დასრულების შემდეგ კეთილი ინებეს და შემობრძანდნენ პარლამენტში, მაგრამ მაინც არ გაჩერებულან. ზუსტად იგივე გააკეთეს 2024 წელსაც და დღემდე იმავეს შვებიან. თითქოს აქეთ იშვერდნენ ხელს ჩვენკენ, რას ეუბნებით ჩვენს ამომრჩეველსო და თვითონ რას ეუბნებიან? რა დავალება მისცა მათ ქართველი ხალხის იმ ნაწილმა, რომელმაც მხარი დაუჭირა?“ – განაცხადა გორდულაძემ.
შეკითხვაზე, იქნებოდა თუ არა უფრო მიზანშეწონილი, მოქალაქეებმა გადაწყვიტონ კონკრეტული პარტიების ბედი, არჩილ გორდულაძემ კითხვითვე უპასუხა: „ისევ და ისევ, რატომ არ გადაწყვიტეს გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში ამომრჩევლებმა კონკრეტული პარტიების ბედი? მაგალითად, ნაცისტური პარტიის ან ფაშისტური პარტიის? ისინი აიკრძალნენ ან კანონით, ან საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებებით“.
გორდულაძემ ასევე აღნიშნა, რომ რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, 2025 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ გიორგი შარაშიძე, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი და, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკეთებს განცხადებას, რომ ისინი აქამდე არ შევიდნენ საქართველოს პარლამენტში იმიტომ, რომ ელოდებოდნენ 2025 წლის 4 ოქტომბრის პოლიტიკურ შედეგებს, პოლიტიკური შედეგები კი რომ არ დადგა ისეთი, ანუ გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა რომ ვერ მოხდა, შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება და შევიდნენ საქართველოს პარლამენტში.
„ეს მისი განცხადება არის და ზუსტად იმავეს იმეორებს ლევან გოგიჩაიშვილიც სხვა ინტერვიუში, რაც მითითებულია ზუსტად კონსტიტუციურ სარჩელში. ეს პარტიები ერთმანეთთან დაკავშირებული რომ არიან, მათ შორის, იმითაც ჩანს, რომ გიორგი გახარიას ოთხი წლის განმავლობაში, 2021 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ჰქონდა შეკრული ურყევი კავშირი კოალიციის სახით, რომელსაც ხან უარყოფენ ხოლმე და ხან ეთანხმებიან. ფაქტი რა არის, იცით? მაგალითად, „გახარიას“ ერთ-ერთი წევრი, რომელიც ახლა პარლამენტის წევრი არის, ვერ იქნებოდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, რომ არ გაერთიანებულიყო ერთად გახარიას „ნაცები“ და ძირძველი „ნაციონალური მოძრაობა“ ხუთი ნომრით. ერთად კოალიცია რომ შეკრეს, მაგიტომ გაინაწილეს თანამდებობები. ახლა, რატომ არ შევიტანეთ თავიდან მათ წინააღმდეგ, ჩვენ მივეცით ისევ და ისევ შესაძლებლობა მათ, რომ გამიჯნოდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და ეთქვათ, რომ არასწორია, არც 4 ოქტომბერი არ უნდა მოხდეს და არც ექსტრემიზმის წახალისება არის სწორი. ამას არ ამბობენ. მათ არასდროს არ უთქვამთ, რომ არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც ეს წერია, მაგალითად, ეუთო-ს დასკვნაში და ა.შ. ისინი დღემდე ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტი და, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, 1 120 000 მოქალაქის მიერ გამოხატული ნება არის არალეგიტიმური“, – განაცხადა გორდულაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ფაშისტური პარტიის იტალიაში? ესპანეთში აკრძალული? პორტუგალიაში აკრძალული პარტიები, საყოველთაოდ ცნობილი პარტიები რომ არის? მაგალითად, წეღან ჩემ წინ გამომსვლელმა სიორიძემ რომ ისაუბრა „ბატასუნასთან“ დაკავშირებით, ესეც ესპანეთში აკრძალული პარტიაა. ამასთან დაკავშირებით იმსჯელა სტრასბურგის სასამართლომ და თქვა, რომ დიახ, პარტიების აკრძალვა არის უკიდურესი ზომა, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიებს უდიდესი როლი აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოში და ისინი მთავარი არიან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და ნების გატარებაში, მაგრამ როდესაც ისინი გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და არაფრად დაგიდევენ ადამიანის უფლებებს, დიახ, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას“
„რას ვგულისხმობ ამ ყველაფერში? რისთვის მისცა მათ ხმა და დაუჭირა მხარი ქართულმა საზოგადოებამ, მათივე ამომრჩეველმა? იმისთვის, რომ მათ თავიანთი პოზიციები გაეჟღერებინათ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, რაც არ გააკეთეს. სამი ე.წ. პარტიის შემთხვევაში გვაქვს ძველი „ნაციონალური მოძრაობა“, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელოელი ნაცები“. მათ უბრალოდ ფეხქვეშ გათელეს თავიანთივე ამომრჩევლის ნება. იმავეს აკეთებდნენ 2020 წელსაც და ქვეყნის ერთწლიანი ჯანჯღარის, ისევ და ისევ გარე პატრონების ე.წ. მედიაციის დასრულების შემდეგ კეთილი ინებეს და შემობრძანდნენ პარლამენტში, მაგრამ მაინც არ გაჩერებულან. ზუსტად იგივე გააკეთეს 2024 წელსაც და დღემდე იმავეს შვებიან. თითქოს აქეთ იშვერდნენ ხელს ჩვენკენ, რას ეუბნებით ჩვენს ამომრჩეველსო და თვითონ რას ეუბნებიან? რა დავალება მისცა მათ ქართველი ხალხის იმ ნაწილმა, რომელმაც მხარი დაუჭირა?“
„ისევ და ისევ, რატომ არ გადაწყვიტეს გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში ამომრჩევლებმა კონკრეტული პარტიების ბედი? მაგალითად, ნაცისტური პარტიის ან ფაშისტური პარტიის? ისინი აიკრძალნენ ან კანონით, ან საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებებით“
„ეს მისი განცხადება არის და ზუსტად იმავეს იმეორებს ლევან გოგიჩაიშვილიც სხვა ინტერვიუში, რაც მითითებულია ზუსტად კონსტიტუციურ სარჩელში. ეს პარტიები ერთმანეთთან დაკავშირებული რომ არიან, მათ შორის, იმითაც ჩანს, რომ გიორგი გახარიას ოთხი წლის განმავლობაში, 2021 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ჰქონდა შეკრული ურყევი კავშირი კოალიციის სახით, რომელსაც ხან უარყოფენ ხოლმე და ხან ეთანხმებიან. ფაქტი რა არის, იცით? მაგალითად, „გახარიას“ ერთ-ერთი წევრი, რომელიც ახლა პარლამენტის წევრი არის, ვერ იქნებოდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, რომ არ გაერთიანებულიყო ერთად გახარიას „ნაცები“ და ძირძველი „ნაციონალური მოძრაობა“ ხუთი ნომრით. ერთად კოალიცია რომ შეკრეს, მაგიტომ გაინაწილეს თანამდებობები. ახლა, რატომ არ შევიტანეთ თავიდან მათ წინააღმდეგ, ჩვენ მივეცით ისევ და ისევ შესაძლებლობა მათ, რომ გამიჯნოდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და ეთქვათ, რომ არასწორია, არც 4 ოქტომბერი არ უნდა მოხდეს და არც ექსტრემიზმის წახალისება არის სწორი. ამას არ ამბობენ. მათ არასდროს არ უთქვამთ, რომ არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც ეს წერია, მაგალითად, ეუთო-ს დასკვნაში და ა.შ. ისინი დღემდე ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტი და, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, 1 120 000 მოქალაქის მიერ გამოხატული ნება არის არალეგიტიმური“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.