TOP-10 რუსეთში ექსპორტიორი ქართული კომპანია|სია
საქსტატის მონაცემებით, საქართველომ რუსეთში ექსპორტით 500.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 102.1 მლნ აშშ დოლარი ღვინოზე მოდის. რუსეთი ქვეყნის მესამე სავაჭრო პარტნიორია ექსპორტში, უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის კი ძირითადად მეღვინეობისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიები ლიდერობენ.

2026 წლის 8 თვეში საქართველომ რუსეთში ექსპორტით 500.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
საქსტატის თანახმად, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორია ექსპორტში.
ჩრდილოელ მეზობელთან ქვეყანა, ძირითადად, აგროსექტორის პროდუქციით და სასმელებით ვაჭრობს. ლიდერ პოზიციაზე ქართული ღვინოა - 8 თვეში საქართველომ 102.1 მლნ აშშ დოლარის ღვინო გაყიდა.
ღვინო, წყალი, ხილი... - TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუსეთში ყიდის
ალკოჰოლური სასმელები, წყლები... - საქართველოდან სასმელების თითქმის ნახევარი რუსეთში გადის
BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ TOP-10 კომპანიის სია, რომლებიც 2025 და 2026 წლის 8 თვეში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები იყვნენ.
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
სს ბადაგონი
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
შპს Bolero & Company
შპს ასკანელი ძმები
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
შპს კ და ქართული სპირტი
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
შპს ნათს თაიმ
შპს უნიონ ექსპორტი 2024.
TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომელიც რუსეთში ყველაზე მეტ ღვინოს ყიდის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.