ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისია, ენერგომატარებლების ფასების გამო, რთულ ზამთარს პროგნოზირებს

ევროკომისიის წარმომადგენლის, ანა-კაისა იტკონენის განცხადებით, ენერგორესურსების გაძვირების გამო მოახლოებული ზამთარი ძალიან რთული იქნება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით კი, დიზელის საწვავის დეფიციტი ბაზარზე შესაძლოა 2027 წელსაც შენარჩუნდეს.

ევროკომისია, ენერგომატარებლების ფასების გამო, რთულ ზამთარს პროგნოზირებს
ევროკომისია, ენერგომატარებლების ფასების გამო, რთულ ზამთარს პროგნოზირებსPOSTV

ბრიუსელში ენერგომატარებლების დეფიციტს არ გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ენერგორესურსების გაძვირების გამო, უახლოეს თვეებში ვითარება უკიდურესად არასტაბილური და არაპროგნოზირებადი იქნება.

ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის, ანა-კაისა იტკონენის განაცხადებით, მოახლოებული ზამთარი „ძალიან რთული“ იქნება.

ამასთან, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ დიზელის საწვავის დეფიციტი 2027 წელსაც შენარჩუნდება.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველთვიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დიზელის საწვავის ბაზარზე ვითარება უკიდურესად რთულია. ამის მიზეზია ზამთრის წინ მარაგების მკვეთრი შემცირება და წარმოების შეზღუდვა.

საწვავის დეფიციტი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ წარმოებაში შეფერხებებმა გამოიწვია. მხოლოდ სექტემბერში ახლო აღმოსავლეთიდან და რუსეთიდან დიზელის საწვავის ერთობლივი ექსპორტი დღეში 1,3 მილიონი ბარელით შემცირდა. როგორც ცნობილია, ფასების ზრდის შესაკავებლად ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრი ქვეყნები ამჟამად კოორდინირებულად მუშაობენ, რათა სტრატეგიული რეზერვებიდან 100 მილიონი ბარელი ნავთობი და დიზელის საწვავი გამოყონ.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ამბობენ, რომ დიზელის საწვავის დეფიციტს, შესაძლოა, სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს.

დიზელზე რეკორდულად მაღალი ფასები უკვე იწვევს საქონლის გაძვირებას, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობის რეალურ შემოსავლებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან რთული“
ანა-კაისა იტკონენი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?