ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასკოლო ფორმების ბიუჯეტი 2027 წელს ₾15.5 მილიონამდე მცირდება

განათლების სამინისტროქართული ოცნება

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით სასკოლო ფორმებისთვის 15.5 მილიონი ლარი დაიხარჯება, მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კომპანიასთან მანამდე 45.6 მილიონზე მეტი ლარის ხელშეკრულება გაფორმდა.

სასკოლო ფორმების ბიუჯეტი 2027 წელს ₾15.5 მილიონამდე მცირდება
სასკოლო ფორმების ბიუჯეტი 2027 წელს ₾15.5 მილიონამდე მცირდებაBM.GE

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წელს სასკოლო ფორმებისთვის 15.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საქმე ის არის, რომ საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმის ტარების სავალდებულო წესის ამოქმედების ფონზე, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულმა შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ფორმების შესყიდვაზე ხელშეკრულება ჩინურ შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“ მაისში გააფორმა.

შესყიდვის ფარგლებში, სამინისტრომ ჯამში 1 801 000 სასკოლო ფორმა შეუკვეთა, რომელთა საერთო ღირებულებაც 45 658 840 ლარს შეადგენდა.

ამიტომ, უცნობია, რის ხარჯზე მცირდება ბიუჯეტი. bm.ge შესაბამისი კითხვებით უწყებას დაუკავშირდება.

ასიგნებების თავის მიხედვით კი, საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვის პროგრამის სრული ბიუჯეტი 158.2 მილიონი იქნება.

საჯარო სკოლების პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ფორმების ტარება სწორედ მიმდინარე წლიდან გახდა სავალდებულო. აღნიშნული ცვლილება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გამოცხადებული „განათლების რეფორმის“ ნაწილს წარმოადგენს და ინიციატივა პირადად პრემიერ კობახიძეს ეკუთვნის.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?