“დაოკდით, სანამ “თქვენც” არ დაიწყეთ ღარიბაშვილივით ციხიდან წერილების წერა. თქვენი მოპარული მილიონების და ფულის გათეთრების შესახებაც იცის ივანიშვილმა” – თაკო ჩარკვიანი
ყოფილი პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ივანიშვილმა მისი ოპონენტების მიერ მილიონების მოპარვისა და ფულის გათეთრების შესახებ იცის, და მათ მოუწოდებს დაოკდნენ, სანამ ღარიბაშვილივით ციხიდან წერილების წერა არ დაუწყიათ.

ყოფილი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი:
ღარიბაშვილ-ნ.ფოფხაძის კარტელი გავაბრაზე კორუფციონერი აგენტები ხართ თქო ვუთხარი და ახლა “პასკვილს_-პასკვილზე” მიძღვნიან …”ქალი პოლიტიკანკა” “ჩოურთავთ” ,აი ის პოლიტიკანკა მხედრიონის “პოდსტილკა” რომ იყო ჰოდა, კითხვებით მომმართავენ :კულტურის მინისტრად რომ არ დაგნიშნეს იმიტომ ხარ ოპოზიციაშიო, თან რა თქმა უნდა ტროლ-ანონიმები მომმართავენ დაფარული სახეებით ანონიმური გვერდებით ,როგორც ნ. ფოფხაძის კარტელს სჩვევია “საზრიან-აზრიანად”
მოდი, უფრო გასაგები რომ იყოს მათთვის, ასე მივმართავ ამ კოუფციონერ მძარცველ დუპლეტებს :კაცო და ქალო “დუპლეტო” ! არავის უჯერებს ეს ივანიშვილი და როგორც თავად სურს ისე იქცევა და რა ძნელი
მისახვედრია ,რომ ……რომ ვყოფილიყავი მისი ანუ ივანიშვილის კადრი, ცხადია არ მომიწყობდნენ იმ პროვოკაციას ,რაც მომიწყვეს მაშინ სამინისტროში რა დიდი მისახვედრია , ვინც მისი კადრი იყო და ვინც მორჩილად მიაჩნდა მას ნიშნავდა მუდამ ეს ფაქტია ხომ ასეა ,ეს ხომ ჭეშმარიტებაა ?!და კიდევ ის ,რომ :
რა სამინისტრო კაცო ?!
ჩემი სამინისტროში ყოფნა ხელოვან ნიჭიერ ხალხს რომ სურდა ეს ვიცი და მიხარია ნამდვილად, რადგან მათ ანუ ნიჭიერ ხალხს თუ გამოადგებოდათ ჩემი იქ ყოფნა ,რადგან ზუსტად იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება პროფესიონალიზმის და ნიჭის მიმართ, ეს იყო და ეს თორემ ,ჩემთვის წვალების მეტს არაფერს მოიტანდა იქ ყოფნა ,რადგან
1
საყდრისის აფეთქებაზე ხელს არ მოვაწერდი ( ეს ყველამ იცის, )ცხადია და ეს ჩემი პოზიცია ,ჩემს ვრცელ წერილში უკვე დაფიქსირებული მქონდა ამ ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე ანუ ბევრად ადრე ( გაზეთ “რეზონანსში”)
2. უნიკალური გელათი ვერ და არ განადგურდებოდა ( შევაკვდებოდი უთუოდ) და თუ არ გამომივიდოდა ,უთუოდ წამოვიდოდი ( ვინც მიცნობს და ბევრი მიცნობს ამ თვალსაზრისით საბედნიეროდ და იციან რომ ასეა)
3 .ჰო, კორუფციონერი და მორჩილი მე ვერ ვიქნები , არ ვიცი ჯიშ-ჯილაგით ეგ რა არის.
4 -მეოთხე ის არის, რომ გავკადნიერდები და ვიტყვი თამამად, რომ ჩემი პატარა კულტურის სამინისტრო სახლში მაქვს – ჯანსუღ ჩარკვიანის, მამუკა ჩარკვიანის და ირმა გიგანის სახით და არასოდეს კულტურის სამინისტრო, არც ერთს ჩემი ოჯახის წევრს არასოდეს დასჭირვებია , მითუფრო პიანისტ ირმა გიგანს , რომელიც ავსტრიაში ვენაში მოღვაწეობს , დიდი და წარმატებული კარიერა აქვს ევროპის დიდ დარბაზებში და შრომობს და გამოდის საქართველოს სახელით , ასახელებს ჩვენს ქვეყანას, არასოდეს მიუმართავს ოდესმე ( არასოდეს ოდესმე) რაიმე თხოვნით არ შეუწუხებია ვინმე ამ ქვეყნად .
ჰოდა ,რომ ძარცვავთ და ყიდით ამ ქვეყანას პირდაპირი მნიშვნელობით ,9 აპრილს ქართვეების დასახოცად რუსის ჯარის შემომყვანი ნუგზარ ფოფხაძის ტროლებად რომ ცხოვრობთ, ხან “მხედრიონის” მდედრიონები რომ იყავით და ხან ფოფხაძის “მხედრიონ-მდედრიონები” ფულის და ქვეყნის გაყიდვის ხარჯზე.
დაოკდით ,სანამ “თქვენც” არ დაიწყეთ ღარიბაშვილივით ციხიდან წერილების წერა . თქვენი მოპარული მილიონების და ფულის გათეთრების შესახებაც იცის ივანიშვილმა ( ზუსტად ვიცი “გაუგია”)
როგორც ჭაბუა ამირეჯიბი იტყოდა:” ასეა ეს “მუშნი”,
ჰოდა,
მითქვამს მე “მუშნი”!!!!!!
1989 წლის 9 აპრილივით ,რუსის ჯარს ვეღარ შემოიყვანს თქვენი ბინძური და კორუფციული კარტელი, ვერა !!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.