ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარტიების აკრძალვის საქმე - როგორ ცდილობენ "ოცნების" წევრები კრიტიკულ კითხვებს არ უპასუხონ

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ჟურნალისტების კითხვებს თავს არიდებენ. დეპუტატ დავით მათიკაშვილის მტკიცებით კი, პარტიების აკრძალვა დემოკრატიისა და კონსტიტუციური წყობის დასაცავად არის აუცილებელი.

პარტიების აკრძალვის საქმე - როგორ ცდილობენ "ოცნების" წევრები კრიტიკულ კითხვებს არ უპასუხონ
პარტიების აკრძალვის საქმე - როგორ ცდილობენ "ოცნების" წევრები კრიტიკულ კითხვებს არ უპასუხონTV პირველი

"ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს თავს არიდებენ. ამჯერად ყურადღების ცენტრში არჩილ გორდულაძე აღმოჩნდა, რომელიც დღეს სვეტიცხოველთან ერთი ხელით სანთელს იჭერდა, მეორით კი სიგარეტს უკიდებდა.

დეპუტატმა ტელევიზიები გააფრთხილა, რომ ამ კადრების ეთერში ჩვენებისთვის შესაძლოა დაჯარიმებულიყვნენ, თუმცა სიგარეტის კადრში გამოჩენა თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

კომენტარს არ ვაძლევ თქვენს პარტიულ ტელევიზიას. მითუმეტეს, თამბაქოს მოწევის თქვენს ეთერში გაშვება კანონს არღვევს, გააგრძელეთ კანონის დარღვევა, - ამბობს არჩილ გორდულაძე.

"პირველების" კითხვას, პარტიების აკრძალვს ქვეყანას ევროკავშირს დააშორებს თუ დაახლოებს, თორნიკე ფაღავა არ პასუხობს. მის მსგავსად კითხვებს არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი პასუხობს.

ყველანი ნუ დამყვებით, მარტო არ გეწერებით, - ამბობს თორნიკე ფაღავა.

საკითხზე კომენტარი მხოლოდ დავით მათიკაშვილმა გააკეთა, რომელიც ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიისა და კონსტიტუციური წყობის დასაცავად არის აუცილებელი და ამ საკითხზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

თავდაცვის უნარიანი დემოკრატია გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, შექმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ სასამართლო განხილვის ჭრილში სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური, სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. სწორედ ამ სასარჩელო წარმოების მომსწრენი ვართ ჩვენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება. მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწუვეტილება, რაც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, - ამბობს დავით მათიკაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?