ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: ამერიკელი რეპერის 2Pac შაკურის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

აშშ-ში რეპერ 2Pac შაკურის 1996 წლის მკვლელობის ორგანიზებისთვის ბანდის ყოფილ ლიდერ დუეინ დევისს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლას-ვეგასის სასამართლომ 63 წლის მსჯავრდებულს სასჯელი მკვლელობისა და იარაღის გამოყენებისთვის განუსაზღვრა, რასაც დაცვის მხარე გაასაჩივრებს.

Reuters: ამერიკელი რეპერის 2Pac შაკურის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Reuters: ამერიკელი რეპერის 2Pac შაკურის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაიმედინიუსი

აშშ-ში ბანდის ყოფილ ლიდერს დუეინ დევისს 1996 წელს რეპერის 2Pac შაკურის მკვლელობის ორგანიზებისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამით დასრულდა ათწლეულების განმავლობაში გაუხსნელი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რეპ-მუსიკის „ოქროს ხანაზე“.

63 წლის დუეინ დევისი, მეტსახელად „კიფი დი“, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აგვისტოში პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. სამშაბათს ლას-ვეგასის სასამართლოში გამართულ ერთსაათიან სხდომაზე მას ორი 20-წლიანი სასჯელი მიესაჯა - ერთი მკვლელობისთვის, მეორე კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისთვის.

დევისის ადვოკატმა მაიკლ სანფტმა განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.

2023 წლამდე, დევისის დაკავებამდე 2Pac შაკურის მკვლელობა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გაუხსნელ დანაშაულად რჩებოდა. რეპერი 1996 წელს ლას-ვეგასში მოკლეს. მას ესროლეს მანქანაში, რომლის საჭესთანაც მისი მუსიკალური ლეიბლის ხელმძღვანელი მარიონ „სიუჯ“ ნაითი იჯდა.

შაკურს ოთხი ტყვია მოხვდა. ის ექვსი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნაიტმა თავის არეში ტყვიის ფრაგმენტის მოხვედრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო. ამჟამად ის სხვა საქმეზე, გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის 28-წლიან სასჯელს იხდის.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?