დონალდ ტრამპი: ცოტაც და ყველა ნახავს ირანს რა დღეში ჩავაგდებთ, მოითმინეთ და იხილავთ, ირანი ელოდება, თქვენ კი ნახავთ რას ვუზამთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაზე ამომრჩეველთან შეხვედრისას ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ საზოგადოება მალე იხილავს, თუ რას უზამს ამერიკა ისლამურ რესპუბლიკას. მისივე თქმით, ირანს ბირთვული იარაღი აღარ ექნება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ალასკის ამომრჩეველთან შეხვედრისას ირანის თემას კიდევ ერთხელ შეეხო და აღნიშნა, რომ ძალიან მალე საზოგადოება იხილავს, თუ რა დღეში ჩააგდებს ამერიკა ისლამურ რესპუბლიკას.
„ოჰ, მოიცადეთ, ნახავთ, რას ვუზამთ ირანს. მაგრად ვაზღვევინებთ. ცოტაც მოითმინეთ და თავად იხილავთ. ისინი უბრალოდ ელოდებიან, ელოდებიან. მოიცადეთ, ნახავთ, რას ვუზამთ ირანს“, - განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანს აღარ ექნება ბირთვული იარაღი.
ციტატები სტატიიდან
„ოჰ, მოიცადეთ, ნახავთ, რას ვუზამთ ირანს. მაგრად ვაზღვევინებთ. ცოტაც მოითმინეთ და თავად იხილავთ. ისინი უბრალოდ ელოდებიან, ელოდებიან. მოიცადეთ, ნახავთ, რას ვუზამთ ირანს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.