პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის მხარდამჭერი ტელეარხის სათაო ოფისში რეიდი ჩაატარა და პირდაპირი მაუწყებლობა შეუჩერა - BBC

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხ Halk TV-ის სათაო ოფისში რეიდი ჩაატარა, პირდაპირი მაუწყებლობა შეაჩერა და ტელეკომპანიის მფლობელთან დაკავშირებით დაკავების 17 ორდერი გასცა.

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის მხარდამჭერი ტელეარხის სათაო ოფისში რეიდი ჩაატარა და პირდაპირი მაუწყებლობა შეუჩერა - BBC
რუსთავი 2

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის მხარდამჭერი ტელეარხის სათაო ოფისში რეიდი ჩაატარა და მისი პირდაპირი მაუწყებლობა შეაჩერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Halk TV-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს დილით თანამშრომლებმა არხის სტამბოლის შენობაში შესვლა ვერ შეძლეს. ამასთან, არხის სამართავად ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა.

BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიციამ შენობაში ჩხრეკა ჩაატარა. რეიდის ფარგლებში, რომელიც ტელეარხის მფლობელს უკავშირდება, დაკავების 17 ორდერი გაიცა.

მედიის ცნობით, Halk TV თურქეთში ბევრის მიერ აღიქმება, როგორც ოპოზიციურ "რესპუბლიკურ სახალხო პარტიასთან" (CHP) დაახლოებული ტელეარხი. ის ხშირად აკრიტიკებს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მმართველ პარტიას - "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიას (AKP).

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოBBC: თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ოპოზიციური ტელეარხის შენობა გაჩხრიკა - მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თურქეთის ხელისუფლებამ ოპოზიციური Halk TV-ის მაუწყებლობა შეაჩერა და ახალი მმართველი დაუნიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები