ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეეზღუდა წვდომა Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე – მედია

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, სერგეი სტერნენკოსა და მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვას Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე წვდომა შეეზღუდა, რამაც დრონების მისიები შეაფერხა. სტერნენკოს მტკიცებით, SpaceX-მა ეს შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით გააკეთა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეეზღუდა წვდომა Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე – მედია
უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეეზღუდა წვდომა Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე – მედიაბათუმელები

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 14 ოქტომბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეეზღუდა წვდომა ამერიკული Starlink-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე, რომელიც უფრო სწრაფად მუშაობს და აუცილებელია დრონების ოპერატორებისთვის.

გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ფრონტის ხაზზე მყოფ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავეს აცხადებს სერგეი სტერნენკო, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, ცნობილი ბლოგერი.

„Starlink-ის ტერმინალები ღამით შეიზღუდა. სიგნალები 160 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას გაქრა. ამან ხელი შეუშალა არაერთ მნიშვნელოვან მისიას. SpaceX-მა, სავარაუდოდ, ამ ზომებს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით მიმართა“ – წერს სტერნენკო ფეისბუქზე.

„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ერთ-ერთმა მეთაურმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ „კარგავენ“ ორი უკრაინულ დრონთან კონტაქტს, რაც ხელს უშლის სამხედრო მისიის გაგრძელებას.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური ცნობებით, უკრაინამ Starshield-ის გამოყენება 2024 წელს დაიწყო.

14 ოქტომბერს, ღამით, რუსეთი ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით დაესხა თავს უკრაინის დედაქალაქს. კიევში მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა რუსეთის შეტევის შედეგად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის შესახებ პარტნიორების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„Starlink-ის ტერმინალები ღამით შეიზღუდა. სიგნალები 160 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას გაქრა. ამან ხელი შეუშალა არაერთ მნიშვნელოვან მისიას. SpaceX-მა, სავარაუდოდ, ამ ზომებს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით მიმართა“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?