ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კანონში ცვლილებები ძირეულად ვერაფერს შეცვლის, მთავარი პრობლემა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ნაკლებობაა - ბედინეიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკიქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკში საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამკაცრება ვითარებას ვერ შეცვლის, რადგან მთავარი პრობლემა სებ-ის პოლიტიზირება და „ქართულ ოცნებაზე“ დაქვემდებარებაა.

კანონში ცვლილებები ძირეულად ვერაფერს შეცვლის, მთავარი პრობლემა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ნაკლებობაა - ბედინეიშვილი
კანონში ცვლილებები ძირეულად ვერაფერს შეცვლის, მთავარი პრობლემა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ნაკლებობაა - ბედინეიშვილიBM.GE

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და სებ-ის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამკაცრებას კონკრეტული შედეგი არ ექნება.

როგორც ბედინეიშვილმა BMG-ის განუცხადა, ეროვნული ბანკის დღევანდელი საბჭოს მთავარი გამოწვევა დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი და პოლიტიზირებაა.

ფინანსისტი არც იმას გამორიცხავს, რომ საბჭოს წევრობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამკაცრება მომავალში პირიქით, შესაძლოა, კვალიფიციური, დამოუკიდებელი კადრების დაბლოკვის მიზეზიც გახდეს.

მისივე თქმით, რომ მოცემულ პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინება ეროვნული ბანკის შერყეული რეპუტაციის გამოსწორების მცდელობაა.

“საეჭვოდ დაემთხვა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს რეკომენდაციები ახალი არ არის და ამ რეკომენდაციებზე ახლა რეაგირება, როდესაც მართლაც ეს სამარცხვინო სკანდალი, ვითარდება, მგონი, რომ საფუძვლიან ეჭვს იწვევს ჩვენში, რომ ეს არის რეაგირება სწორედ ამაზე. მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ რეაგირება რეაგირებისთვის, იმიტომ რომ ფუნდამენტურად არ მგონია, რომ ამან ძირეულად შეცვალოს რამე. მთავარი პრობლემა, ფუნდამენტური პრობლემა რაც გვაქვს ჩვენ, არის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკნინება და პოლიტიზირებული ეროვნული ბანკი. ფაქტობრივად ის, რომ ეროვნული ბანკი არის გაგრძელება და დამატება „ქართული ოცნების“.

ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ქცევა, რაც ეროვნულ ბანკმა აჩვენა ბოლო ხანების განმავლობაში, ყველაზე უფრო თვალსაჩინო და სამარცხვინო, მე მაინც მიმაჩნია, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება [საგამონაკლისო წესი]. ასე რომ დამოუკიდებლობა პრობლემაა. ახალი ბარიერები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები თითქოს ამან უნდა გაურთულოს „ქართულ ოცნებას“, რომ რაღაც ძალიან პოლიტიკური ნიშნით შეარჩიოს კანდიდატები ეროვნული ბანკის საბჭოსთვის, მაგრამ მე არ ველოდები, რომ ეს მართლა გარღვევა იქნება, იმიტომ რომ მაინც მოახერხებენ ამ რეგულაციების გვერდის ავლას.

მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ბარიერებიც ფილტრად გამოიყენება იმისთვის, რომ მართლა ვინც იქნება დამოუკიდებელი, მართლა ვინც იქნება გაბედული იმისთვის, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს ეროვნული ბანკის საბჭოში, ისინი იქნებიან დაბლოკილები ამ ახალი ბარიერით სინამდვილეში. ასე რომ, არ მგონია, რომ ეს ცალსახად დადებითია. უბრალოდ არის ჩვენება იმის, რომ აი, რაღაცას ვაკეთებთ და მართლაც საეჭვო დროს და დაგვიანებით”, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებებით საბჭოს წევრობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები მკაცრდება, კერძოდ, საბჭოს წევრს მოეთხოვება შესაბამისი სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება.

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებით კონკრეტდება, ვის ეკისრება პრეზიდენტის მოვალეობა, თუკი ამ მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ ასრულებს. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტში კოლეგიურობის პრინციპის გაძლიერებასაც და გადამწყვეტი მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა აღარ იქნება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საეჭვოდ დაემთხვა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს რეკომენდაციები ახალი არ არის და ამ რეკომენდაციებზე ახლა რეაგირება, როდესაც მართლაც ეს სამარცხვინო სკანდალი, ვითარდება, მგონი, რომ საფუძვლიან ეჭვს იწვევს ჩვენში, რომ ეს არის რეაგირება სწორედ ამაზე. მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ რეაგირება რეაგირებისთვის, იმიტომ რომ ფუნდამენტურად არ მგონია, რომ ამან ძირეულად შეცვალოს რამე. მთავარი პრობლემა, ფუნდამენტური პრობლემა რაც გვაქვს ჩვენ, არის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკნინება და პოლიტიზირებული ეროვნული ბანკი. ფაქტობრივად ის, რომ ეროვნული ბანკი არის გაგრძელება და დამატება „ქართული ოცნების“. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ქცევა, რაც ეროვნულ ბანკმა აჩვენა ბოლო ხანების განმავლობაში, ყველაზე უფრო თვალსაჩინო და სამარცხვინო, მე მაინც მიმაჩნია, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება [საგამონაკლისო წესი]. ასე რომ დამოუკიდებლობა პრობლემაა. ახალი ბარიერები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები თითქოს ამან უნდა გაურთულოს „ქართულ ოცნებას“, რომ რაღაც ძალიან პოლიტიკური ნიშნით შეარჩიოს კანდიდატები ეროვნული ბანკის საბჭოსთვის, მაგრამ მე არ ველოდები, რომ ეს მართლა გარღვევა იქნება, იმიტომ რომ მაინც მოახერხებენ ამ რეგულაციების გვერდის ავლას. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ბარიერებიც ფილტრად გამოიყენება იმისთვის, რომ მართლა ვინც იქნება დამოუკიდებელი, მართლა ვინც იქნება გაბედული იმისთვის, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს ეროვნული ბანკის საბჭოში, ისინი იქნებიან დაბლოკილები ამ ახალი ბარიერით სინამდვილეში. ასე რომ, არ მგონია, რომ ეს ცალსახად დადებითია. უბრალოდ არის ჩვენება იმის, რომ აი, რაღაცას ვაკეთებთ და მართლაც საეჭვო დროს და დაგვიანებით“
გიგა ბედინეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?