ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

14 ოქტომბერი განსაკუთრებული დღეა, მთელი ერის ზეიმია, რაც შინაარსობრივად გულისხმობს ერის მოწოდებას ქრისტეში - მამა გიორგი ფოცხიშვილი

14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება: ყველა მოქმედ ტაძარში საღვთო ლიტურგია აღევლინება, ხოლო მცხეთაში კულტურული და სპორტული აქტივობებია დაგეგმილი.

14 ოქტომბერი განსაკუთრებული დღეა, მთელი ერის ზეიმია, რაც შინაარსობრივად გულისხმობს ერის მოწოდებას ქრისტეში - მამა გიორგი ფოცხიშვილი
14 ოქტომბერი განსაკუთრებული დღეა, მთელი ერის ზეიმია, რაც შინაარსობრივად გულისხმობს ერის მოწოდებას ქრისტეში - მამა გიორგი ფოცხიშვილირუსთავი 2

დღეს, საქართველოში მცხეთობა-სვეტიცხოვლობა - კვართის დღესასწაული აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.

დღესასწაულის ფარგლებში მცხეთაში დილიდან დაგეგმილია მრავალფეროვანი შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობები, გაიმართება კონცერტი, დაჯილდოვდებიან მცხეთის საპატიო მოქალაქეები. დღევანდელი დღე ოფიციალურად უქმეა.

"14 ოქტომბერი განსაკუთრებული დღეა, მთელი ერის ზეიმია, დღესასწაულია. ადამიანები ესწრებიან საღვთო ლიტურგიას, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღესრულება, უშუალოდ წირვას აღასრულებს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე, მღვდელმთავრებთან ერთად. და არა მარტო სვეტიცხოველში, არამედ საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება საღვთო ლიტურგია. ეს არის ერის ზეიმი და ეს არის ერის სიხარული, რაც შინაარსობრივად გულისხმობს ერის მოწოდებას ქრისტეში,"- აცხადებს მამა გიორგი ფოცხიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„14 ოქტომბერი განსაკუთრებული დღეა, მთელი ერის ზეიმია, დღესასწაულია. ადამიანები ესწრებიან საღვთო ლიტურგიას, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღესრულება, უშუალოდ წირვას აღასრულებს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე, მღვდელმთავრებთან ერთად. და არა მარტო სვეტიცხოველში, არამედ საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება საღვთო ლიტურგია. ეს არის ერის ზეიმი და ეს არის ერის სიხარული, რაც შინაარსობრივად გულისხმობს ერის მოწოდებას ქრისტეში,“
გიორგი ფოცხიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?