გორში თეატრალური ფესტივალი "როტონდა" დაიხურა
გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ დაიხურა, რომლის დასკვნით ღონისძიებაზე ერისთავის თეატრის მსახიობს, ფატი ფულარიანს ვარსკვლავი გაუხსნეს.

გორში თეატრალური ფესტივალი "როტონდა" დაიხურა. ფესტივალი ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში საქართველოს 9 თეატრალურმა დასმა მიიღო მონაწილეობა.
დასკვნით საღამოს ნაჩვენები იყო სპექტაკლი "ძუნწი", რის შემდეგაც საზეიმო ვითარებაში ვარსკვლავი გაუხსნეს ერისთავის თეატრის მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს - ფატი ფულარიანს. პროექტის მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.