ივა ფეზუაშვილი: როგორ სამარცხვინო დღეში არიან, როგორ აიჭრნენ თავიანთვე დაგებულ პროპაგანდისტულ მახეებში... სტიქაროსანის მკვლელობისთვის ორი წლის თავზე სამი პოლიციელია დაკავებული!
ივა ფეზუაშვილი: რწმენაზე გველაპარაკებიან და მათივე პროპაგანდისტები მეუფეს აგინებენ, დეპუტატები კი ეკლესიის მსახურზე ამბობენ ღმერთმა შეუნდოსო. ოჯახზე გველაპარაკებიან და თუ კი ვინმე ამორალურია ამ ქვეყანაში ყველა მათი სახეა. კაცობაზე გველაპარაკებიან და მათი მთავარი პროპაგანდისტი, ქალის სახელს ამოფარებული ტროლია.

მწერალი ივა ფეზუაშვილი:
როგორ სამარცხვინო დღეში არიან, როგორ აიჭრნენ თავიანთვე დაგებულ პროპაგანდისტულ მახეებში.
რწმენაზე გველაპარაკებიან და მათივე პროპაგანდისტები მეუფეს აგინებენ, დეპუტატები კი ეკლესიის მსახურზე ამბობენ ღმერთმა შეუნდოსო.
ოჯახზე გველაპარაკებიან და თუ კი ვინმე ამორალურია ამ ქვეყანაში ყველა მათი სახეა.
კაცობაზე გველაპარაკებიან და მათი მთავარი პროპაგანდისტი, ქალის სახელს ამოფარებული ტროლია.
ქართველობაზე გველაპარაკებიან და გუშინ გვიმრაძე გამოაგორეს 3+3 ფორმატის გასამართლებლად. გვიმრაძე გახსოვთ ალბათ, კამერის წინ რომ ქალს მიმართა - დარწმუნებული ვარ მაგრად ლოკავო. ეგ იცით რომელი გვიმრაძეა, კარასინის პროპაგანდისტულ ტრენინგებში გამოზრდილი, სამშობლოს ღალატსაც რომ ვერ დააბრალებ რადგან თუ ვინმეა უსამშობლო, მართლა გვიმრაძეა და მისი დიდი ძმა, ყველა მთავრობის მლოკავი ვასილ მაღლაფერიძე.
სუვერენიტეტზე გველაპარაკებიან და 3+3 ფორმატს უნდა შევუერთდეთ, რუსეთ-თურქეთ-ირანი რეგიონში არავის შემოუშვებსო...
რანაირი სუვერენიტეტია თუ ვიღაც სამი წყვეტს ჩვენს ბედს?
თუ სხვაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული რატომ ვეკიდებით ისტორიულ მტერს - რუსეთს და არა ევროკავშირს?
ამაშიც იტყუებიან!
იტყუებიან როდესაც ამბობენ რომ რეგიონში სხვა მოთამაშე ვერ შემოვა, შეხედეთ სომხეთს, შეხედეთ ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებს სომხეთში.
გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილის და ისრაელის ელჩის შეხვედრა.
1+1 მიუმატეთ და მიხვდებით რომ ყველაფერი, ყველაფერი რასაც ქართული ოცნება ამბობს არის უდიდესი ტყუილი.
ეს არ არის პოლიტიკური ძალა, ეს არის ურდო!
ერთადერთი მიზნით რომ რუსეთის გუბერნიად გვაქციოს.
თან უნდა იჩქარონ, იმიტომ რომ სანამ აქ "დიქტატურობანას" თუ "დემოკრატიობანას" თამაშობენ, კრემლში სხვა და კიდევ უფრო ბნელი ძალები ცდილობენ ამათ გზიდან ჩამოშორებას.
ხედავთ რაც ხდება სერბეთში, უნგრეთში
ხედავთ რამდენი საშინელება ირკვევა ორბანის და ვუჩიჩის სისტემებზე
რამდენი ძალადობა და შავბნელი საქმე აშკარავდება
აქ ნაკლები გგონიათ რომ მოხდა, ან ხდება?
სტიქაროსანის მკვლელობისთვის ორი წლის თავზე სამი პოლიციელია დაკავებული!
კიდევ რამდენი არ ვიცით?
არ გამოვა ამათთან თანამშრომლობა, არ გამოვა არანაირ საქმეში.
ვერც თავს მოიტყუებთ რომ არაფერს აშავებთ და მხოლოდ თქვენ საქმეს აკეთებთ - წიგნებს წერთ, სპექტაკლებს დგამთ, ფილმებს იღებთ და ვერც საზოგადოებას.
ქართულ ოცნებასთან ნებისმიერი თანამშრომლობა, ბოროტებასთან გარიგებაში შესვლაა.
ცუდად გაგეჩხირებათ ყელში დაჩაგრულების ხარჯზე მოკბეჩილი, ეგ ლუკმა... ძალიან ცუდად.
ლპება ეს სისტემა, ინგრევა ახლა უნდა გადაწყვიტოთ თქვენც ამ ნანგრევებში ჩარჩებით თუ გამოასწრებთ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…