დავით ჩხეიძე: ჩვენ გვყავს პარლამენტის წევრები, რომლებიც დაამხეს და დევნეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა
დავით ჩხეიძე: დღეს გარდაიცვალა ამ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე. ის ხშირად იხსენებდა, როგორ გამოატანა მას რუსეთის პრეზიდენტმა 1991 წლის 21 დეკემბერს ეს სიტყვები - „ხვალ დილის 8 საათამდე ველოდები ზვიად გამსახურდიას, რომ თანხმობა განაცხადოს დსთ-ში გაწევრიანებაზე“. ბორის ელცინმა ზვიად გამსახურდიას ერთპიროვნული თანხმობა ვერ მიიღო. და 22 დეკემბერს, ზუსტად დილის 8 საათზე, თბილისში გაისმა პირველი გასროლა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ჩხეიძე:
ჩვენ გვყავს პარლამენტის წევრები, რომლებიც დაამხეს და დევნეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა.
დღეს გარდაიცვალა ამ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე.
ის ხშირად იხსენებდა, როგორ გამოატანა მას რუსეთის პრეზიდენტმა 1991 წლის 21 დეკემბერს ეს სიტყვები - „ხვალ დილის 8 საათამდე ველოდები ზვიად გამსახურდიას, რომ თანხმობა განაცხადოს დსთ-ში გაწევრიანებაზე“.
ბორის ელცინმა ზვიად გამსახურდიას ერთპიროვნული თანხმობა ვერ მიიღო. და 22 დეკემბერს, ზუსტად დილის 8 საათზე, თბილისში გაისმა პირველი გასროლა.
ზვიად გამსახურდიას პასუხი ასეთი იყო - „ამ გადაწყვეტილებას მარტო მე ვერ მივიღებ. ამაზე პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელონ“.
მას შემდეგ ხშირად ამბობდნენ, რომ პოლიტიკოსი უნდა ფიქრობდეს ერთს, ამბობდეს მეორეს და აკეთებდეს მესამეს.
არა, მათ დაამტკიცეს, რომ არჩეული პოლიტიკოსი უნდა ფიქრობდეს, ამბობდეს და აკეთებდეს იმას, რასაც მას საზოგადოება ავალებს.
თუნდაც ამისთვის სიკვდილისთვის თვალის გასწორება მოუწიოს.
მეცხრამეტე საუკუნის დიპლომატია და მისი წარმომადგენლები, ტალეირანი და მეტერნიხი, ვერ იქნებიან თანამედროვე პოლიტიკოსის იდეალი.
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს, სადაც მართალნი განისვენებენ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…