ასე გააცილეს ნუნუ დუღაშვილი (ვიდეო)
ცნობილი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაცვალების შემდეგ მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ცნობილი კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გაიმართა.
ნუნუ დუღაშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ცნობილი კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გაიმართა. ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მას განსაკუთრებული პოპულარობა არაერთმა სიმღერამ მოუტანა, მათ შორისაა კახეთო, იმერეთის ნიავო, თბილისო სიყვარულო და სხვა. 2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…