ქართველი დიზაინერის, ლიკა გოგლიძის ტრიუმფი (ფოტოები)


ცნობილი ქართველი დიზაინერი ლიკა გოგლიძე, ბრენდ LIYA-ს შემქმნელი ცხოვრობს ავსტრიაში. მის კოლექციებს ხშირად ნახავთ საერთაშორისო მოდის კვირეულის ჩვენებებზე. ბრენდი LIYA ფართოდაა ცნობილი ევროპაში და არამხოლოდ.

წელს, ლიკა გოგლიძის ჩვენება თეატრი სახელოსნო 42-ის სცენაზე გაიმართა. ეს იყო პერფორმანსი, რომელიც მაყურებლისათვის მოულოდნელი იყო და დიდი მოწონება დაიმსახურა. აღფრთოვანებული მაყურებლის ოვაციები და ხანგრძლივი ტაში ისმოდა დარბაზში.

"ფიგაროს ქორწინების" პერსონაჟები თანამედროვე დიაზაინერის კოსტუმებში და მოცარტის უკვდავი მელოდია - არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნიდა! ეს იყო დიზაინერის, ლიკა გოგლიძისა და რეჟისორის, ქორეოგრაფის თინათინ წულაძის ერთობლივი შემოქმედების ბრწყინვალე შედეგი. ეს იყო შემოქმედებითი ჯგუფის გამარჯვება!







მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…