საარჩევნო კოდექსში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის... ხელდაკაპიწებული შრომა მიდის ქვეყანაში დიქტატურის დასამყარებლად
თენგო თევზაძე: ფაქტიურად ცესკოს შემაჯამებელ ოქმს ვერ გაასაჩივრებ, ანუ მისი გასაჩივრება ტექნიკური ხასიათის იქნება. ნუ შემაჯამებელი ოქმი მარტო შედეგების გამომხატველი დოკუმენტი კი არ არის, არამედ ის არის სამართლებრივი დასტური იმის რომ არჩევნები, საარჩევნო სამართლის პრინციპებით ჩატარდა.

პარტია ახალის წევრი, თენგო თევზაძე:
საარჩევნო კოდექსში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის:
პირველი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაციას უკვე მხოლოდ თავმჯდოამარეების (ოლქი და ცესკო) განკარგულება დასჭირდება, ვისაც უნდა დაეთანხმებიან ვისაც უნდა არდაეთანხმებიან. გონგოებით და ფეიქ სადამკვირვებლო მისიებით გაავსებენ საარჩევნო უბნებს.
მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შეიტანება.
ფაქტიურად ცესკოს შემაჯამებელ ოქმს ვერ გაასაჩივრებ, ანუ მისი გასაჩივრება ტექნიკური ხასიათის იქნება. ნუ შემაჯამებელი ოქმი მარტო შედეგების გამომხატველი დოკუმენტი კი არ არის, არამედ ის არის სამართლებრივი დასტური იმის რომ არჩევნები, საარჩევნო სამართლის პრინციპებით ჩატარდა. ანუ, საარჩევნი ყუთში რომ ბიულეტენი ჩაყაროს ვინმემ, ან/და სულ იძულებით მიდენონ ხალხი და კონკრეტულ პარტიაზე მიაცემინონ ხმა ეს ნიშნავს რომ შემაჯამებელი ოქმი ვერ გასაჩივრდება იმიტომ რომ მონაცემები საარჩევნი ყუთიდან სწორად არის დათვლილი ?
ხელდაკაპიწებული შრომა მიდის ქვეყანაში დიქტატურის დასამყარებლად.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…