ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: ზოგჯერ ერთი მისი იდეები და საქმეები მომავალ თაობებსაც უტოვებს სათქმელს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: ორი წელი გავიდა ჩვენი თანამებრძოლის, გია ხარჩილავას დაღუპვიდან. გია იყო პატრიოტიზმის, საკუთარი მშობლიურ კუთხეზე ზრუნვისა და უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების სიმბოლოდ ქცეული ადამიანი.

ორი წელი გავიდა ჩვენი თანამებრძოლის, გია ხარჩილავას დაღუპვიდან.
გია იყო პატრიოტიზმის, საკუთარი მშობლიურ კუთხეზე ზრუნვისა და უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების სიმბოლოდ ქცეული ადამიანი.
მისი თაოსნობით წალენჯიხამ შეიძინა არა მხოლოდ განვითარების ახალი შესაძლებლობები, არამედ განსაკუთრებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობაც საქართველოს რეალობაში. პატარა ქალაქი იქცა თავისუფალი არჩევანის, კულტურული თვითმყოფადობისა და დემოკრატიული თვითმმართველობის მნიშვნელოვან მაგალითად.
მისი მოღვაწეობის სრულფასოვანი შეფასება დროსა და ისტორიულ გააზრებას ეკუთვნის, თუმცა მის მიერ დატოვებული კვალი უკვე საქართველოს უახლესი ისტორიის ნაწილია.
ზოგჯერ ერთი მისი იდეები და საქმეები მომავალ თაობებსაც უტოვებს სათქმელს.
ნათელი ხსოვნა გია ხარჩილავას!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…