ნანუკა ჟორჟოლიანი: ბიუჯეტიდან ქუჩის ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაცია, ცოფზე ვაქცინაცია... იცით რამდენია გამოყოფილი? წელიწადში 4-5 მილიონი
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი:
ბიუჯეტიდან ქუჩის ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაცია, ცოფზე ვაქცინაცია, (საყურე ნიშნები/ჩიპირება), ტრავმირებული ცხოველების ევაკუაციასა და სამედიცინო მკურნალობისთვის იცით რამდენია გამოყოფილი?
წელიწადში 4-5 მილიონი
უნდა გვესმოდეს, რომ ძაღლებს, სწორედ ამ მილიონების გამო კლავენ.
მოკლულ ძაღლს, აღარც სტერილიზაცია სჭირდება და აღარც ვაქცინაცია. გამოყოფილი მილიონები სად მიდის? მათ ჯიბეებში.
ეს კადრები უბრალოდ გვანახებს, ფულის გამო რისი კადრება შეუძლიათ თორემ იმედია ძაღლების სიყვარულს არ ვთხოვთ ხალხს, რომლებსაც ადამიანები არ უყვართ.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…