ჯაბა ზარქუა: რა კავშირია ხვრინვას, ძილის აპნოესა და ღვიძლის გაცხიმოვნებას შორის? რა არის ძილის აპნოე და რატომ აზიანებს ის ღვიძლს?
ერთი შეხედვით, ღამით ხვრინვა და ღვიძლის ანალიზები ერთმანეთთან კავშირში არ უნდა იყოს. თუმცა, როცა პაციენტს ღვიძლის გაცხიმოვნება (MASLD) და მომატებული ფერმენტები (ALT, AST) აქვს, ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც კონსულტაციაზე ვუსვამ, სწორედ ძილის ხარისხს ეხება.
გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა:
რა კავშირია ხვრინვას, ძილის აპნოესა და ღვიძლის გაცხიმოვნებას შორის? — 2026 წლის ახალი მეტა-ანალიზის შედეგები
ერთი შეხედვით, ღამით ხვრინვა და ღვიძლის ანალიზები ერთმანეთთან კავშირში არ უნდა იყოს. თუმცა, როცა პაციენტს ღვიძლის გაცხიმოვნება (MASLD) და მომატებული ფერმენტები (ALT, AST) აქვს, ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც კონსულტაციაზე ვ���სვამ, სწორედ ძილის ხარისხს ეხება.
2026 წელს ჟურნალ Frontiers in Medicine-ში გამოქვეყნდა 22 კვლევის სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი, რომელმაც შეისწავლა ძილის დროს სუნთქვის დარღვევის — კერძოდ, ძილის ობსტრუქციული აპნოეს (OSA) — გავლენა ღვიძლზე.
რა არის ძილის აპნოე და რატომ აზიანებს ის ღვიძლს?
ძილის აპნოეს დროს ღამით ზედა სასუნთქი გზები პერიოდულად იხშობა და სუნთქვა რამდენიმე წამით ჩერდება. ეს იწვევს ე.წ. წყვეტილ ჰიპოქსიას — სისხლში ჟანგბადის დონის მუდმივ ვარდნასა და ნახტომებს. ჟანგბადის ეს ღამის „შიმშილი“ ღვიძლში რთავს ოქსიდაციურ სტრესს, აძლიერებს ინსულინრეზისტენტობას და აჩქარებს ღვიძლის უჯრედების ანთებას.
რას გვიჩვენებს რიცხვები (იხ. სქემა):
ძილის აპნოეს მქონე პაციენტების 75.1%-ს აღენიშნება ღვიძლის გაცხიმოვნება (MASLD/სტეატოზი), ხოლო თითქმის 14%-ს — უკვე ღვიძლის ფიბროზი.
სუნთქვის დარღვევის არსებობა ღვიძლის გაცხიმოვნების ალბათობას 3.6-ჯერ ზრდის (OR = 3.62), ხოლო ღვიძლის დაზიანების სიმძიმე პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად ეცემა ღამით ჟანგბადის დონე.
პაციენტებში, რომლებმაც ძილის აპნოეს მკურნალობა CPAP აპარატით (სასუნთქ გზებში მუდმივი დადებითი წნევის მიწოდებით) დაიწყეს, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად შემცირდა ღვიძლის ანთებითი ფერმენტები: ALT (საშუალოდ -7.15 U/L) და AST (-3.38 U/L).
თუ გაქვთ ღვიძლის გაცხიმოვნება და ამავდროულად გაწუხებთ ხმამაღალი ხვრინვა, ღამით სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები და დღისით მუდმივი დაღლილობა — ძილის სპეციალისტთან კონსულტაცია თქვენი ღვიძლის მკურნალობის პირდაპირი ნაწილია.
წყარო: Alhajery MA, Alotay AA. Association between sleep-disordered breathing and liver outcomes in steatotic liver disease: a systematic review and meta-analysis. Frontiers in Medicine, 2026.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…