კოტე ერისთავი: პარტიების აკრძალვით პოლიტიკური სივრცე არ გაჯანსაღდება. ინფანტილიზმია ამის დაჯერება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ...
მეორეც, პოლიტიკური ველის განახლება მხოლოდ სახალხო პროცესების გზითაა შესაძლებელი და აუცილებელიც. ხელისუფლების ხელით თუ ხდება, მის უსაზღვრო ძალაუფლებაზე მეტყველებს და ამ ველის საკუთარ თავზე მორგებასა და ყველა მისგან დამოუკიდებელი სივრცის ამოქოლვას ემსახურება.
ჯიპას პროფესორი კოტე ერისთავი:
პარტიების აკრძალვით პოლიტიკური სივრცე არ გაჯანსაღდება. ინფანტილიზმია ამის დაჯერება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფორმალური პოლიტიკიდან განდევნით ოპოზიციური ძალები არ გაქრებიან. პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფებს ავიწყდებათ, რომ მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი დგას სასამართლოსთან დღეს, ბოლო არჩევნებში ოპოზიციას ამომრჩეველთა ნახევარმა და თბილისის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს კიდევ უფრო გამწარებულია. ამიტომ პირიქით, პოლარიზაცია უფრო გაღრმავდება და ჩაბეტონდება.
მეორეც, პოლიტიკური ველის განახლება მხოლოდ სახალხო პროცესების გზითაა შესაძლებელი და აუცილებელიც. ხელისუფლების ხელით თუ ხდება, მის უსაზღვრო ძალაუფლებაზე მეტყველებს და ამ ველის საკუთარ თავზე მორგებასა და ყველა მისგან დამოუკიდებელი სივრცის ამოქოლვას ემსახურება. მეტი საქმე არ აქვს ოცნებას, პარტიული ხაზისთვის არასასურველი ხმები გააჭაჭანოს ‘მოსუფთავებულ’ ველზე. ჩანასახშივე გაანადგურებს ყველა ქვემოდან წამოსულ ინიციატივას.
როგორც ჩანს, ლიბერალური ფლანგის შემდეგ ჯერი კონსერვატიულზე მიდგება. ჩუბინიძის საქმის საოცარი უსამართლობა მიანიშნებს, რომ შემდეგი სამიზნე ალტ-ინფოა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…