რეზო კიკნაძე: შემოვედი 26 წლის და 100 წლის გავდივარ გაჭაღარავებული, თმაგაცვენილი და იმ უამრავი დაავადებებით სავსე, რის არსებობაზეც კი არ ვიცოდი იქამდე
ხანდახან ფიქრები წამიღებს ხოლმე და თავისით მედარდება იმაზე რომ ჩემი ცხოვრება მორჩა, ფორმალურადღა უნდა ვიარსებო. აღარც შვილი მეყოლება ალბათ, აღარც მომავალი მექნება და არც რომელიმე ოცნება ამიხდება. რადგან როცა მომავალი უნდა შემექმნა მაგ დროს ჯურღმულში ვეგდე. იქ, სადაც მზესაც კი ეჯავრება შემოჭყეტა და ზიზღით არიდებს სხივებს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძე:
ხანდახან ფიქრები წამიღებს ხოლმე და თავისით მედარდება იმაზე რომ ჩემი ცხოვრება მორჩა, ფორმალურადღა უნდა ვიარსებო. აღარც შვილი მეყოლება ალბათ, აღარც მომავალი მექნება და არც რომელიმე ოცნება ამიხდება. რადგან როცა მომავალი უნდა შემექმნა მაგ დროს ჯურღმულში ვეგდე. იქ, სადაც მზესაც კი ეჯავრება შემოჭყეტა და ზიზღით არიდებს სხივებს.
შემოვედი 26 წლის და 100 წლის გავდივარ გაჭაღარავებული, თმაგაცვენილი და იმ უამრავი დაავადებებით სავსე, რის არსებობაზეც კი არ ვიცოდი იქამდე.
თითქოს რაც უფრი გადის დრო და ახლოვდება ჩემი გასვლა უფრო უნდა მიხაროდეს, მაგრამ პირიქითაა- რაც მეტი დრო გადის უქმად, უფრო მეტად ვიაზრებ დაკარგული წლების ფასს, იმ წლებიც, რომელსაც ვეღარავინ და ვერაფერი დააბრუნებს.
განა რამეს ვნანობ, ასიდან ასჯერვე ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, უბრალოდ ამით საკუთარ თავსაც გამოვუტანდი განაჩენს და წერტილს დავუსვამდი ცხოვრებას. აბა აქედან გასულმა როგორ უნდა იცხოვრო სულ სხვა პორტალში, ოთხჯერ უფრო დაბერებულმა და ისეთ დროს შემოსულმა აქ, არაფერი რომ არ გქონდა საერთოდ მოსწრებული და არაფერი შეგიქმნია, აქედან გასულმა რომ რამე შექმნა ეგ ხო სრული ზღაპარია.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მე დავსრულდი, აი ამ ისტორიისთვის ღირდა საერთოდ ყველაფერი, ხანმოკლე გამოდის ცხოვრება, მაგრამ რაც მთავარია ეს ამბავი იყო მასში:
დანი ( ჩემი 7 წლის დისშვილი) ყოველ დაბადების დღეს სუპერგმირების ტორტს ითხოვდა, ხან ჰალკის ტორტი ჰქონდა, ხან სპაიდერმენის, ხან ნარუტოსი. ერთხელ ჩჩემთან პაემანზე შემოსული მეუბნება:
-წელს შენი ტორტი მინდა
-ჩემი ტორტი რას ნიშნავს დანი?
-შენი ფოტო უნდა დავახატო ტორტს
-რატომ?
-შენ ხარ ჩემი სუპერგმირი და იმიტომ
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.