ლევან ლორთქიფანიძე: „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მომავლის კონკრეტული ხედვა აქვს. საქართველო უნდა იქცეს სამოთხედ ბანდიტებისათვის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლას შეეცდებიან
“ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა შეიძლება განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით. უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებთ, რომ ავტორიტარიზმს სიხარბე ახასიათებს. ავტორიტარულ რეჟიმებს უჭირთ შეჩერება და დროდადრო კიდევ უფრო მეტი სივრცის დაპყრობას ესწრაფვიან, ისინი ვერ კმაყოფილდებიან მოპოვებული ალაფით და მუდმივად გაფართოებაზე ფიქრობენ.
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, რადგან ახლა ერთ ერთი ყველაზე განხილვადი თემაა საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილი სარჩელი პარტიების გაუქმების შესახებ, ამ თემით უნდა დავიწყოთ საუბარი.
როცა მმართველმა გუნდმა დეპუტატების ხელმოწერით ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა, ბევრი თვლიდა, რომ „ქართული ოცნება“ ამ საკითხს, ისევე როგორც აქციების მიმდინარეობისას დაკავებულებისა და ახლა ციხეში მსხდომების გათავისუფლების საკითხებს, „ბრიუსელთან სავაჭროდ“.
მერე გვახსოვს ისიც, რომ მმართველი გუნდი პარტიების ასაკრძალ სიას მისთვის „არასასურველ პარტიებს“ ამატებდა. ახლა ვიცით რომ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ამ სარჩელს განიხილავს.
თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი თვლის რომ მმართველი გუნდი თავად იტყვის უარს „არჩევით დემოკრატიაზე“, „პოლიტიკურ პლურალიზმსა და კონკურენციაზე“.
რადგან საკონსტიტუციაო სასამართლოში „პარტიების გაუქმების“ სარჩელის განხილვის დღეები უკვე ცნობილია, კითხვას ასე დავსვამდი - რატომ გადაწყვიტა მმართველმა გუნდმა „პარტიების გაუქმების“ შესახებ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვის დაჩქარება?
- “ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა შეიძლება განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით. უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებთ, რომ ავტორიტარიზმს სიხარბე ახასიათებს. ავტორიტარულ რეჟიმებს უჭირთ შეჩერება და დროდადრო კიდევ უფრო მეტი სივრცის დაპყრობას ესწრაფვიან, ისინი ვერ კმაყოფილდებიან მოპოვებული ალაფით და მუდმივად გაფართოებაზე ფიქრობენ.
თუ „ქართულ ოცნებას“ წინააღმდეგობა არ შეხვდა, ოპოზიციის გაუქმებით ვერ დაკმაყოფილდებიან და უკვე საჯარო და პირად სივრცეებს შორის საზღვრების წაშლით დაინტერესდებიან.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის გუნდი თანამედროვე მსოფლიოს ანტიდემოკრატიული სახელმწიფოების გამოცდილებასაც ითვალისწინებს. დავაკვირდეთ თუნდაც მეზობელ რუსეთს. რუსეთის უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში 11 პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა, უკლებლივ ყველა კონტროლდება არა საკუთარი წევრებისა და საზოგადოების, არამედ უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. რუსეთში ლეგალიზებულ ყველა პარტიას თავისი ფუნქცია აქვს - მათ საზოგადოებრივი უკმაყოფილება კრემლის მიერ კონტროლირებად არხებში უნდა გაანაწილონ და გაანეიტრალონ. როგორც ჩანს, ოლიგარქს სურს იმავე მოდელით მთლიანად დაიქვემდებაროს პარტიული სისტემა და ერთი ოთახიდან მართოს ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია.
ამგვარი გადაწყობა რეჟიმს შესაძლებლობას მისცემს, რომ ფასადური პლურალიზმი შეინარჩუნოს, ფასადს მიღმა კი შავბნელი საქმეები დაგეგმოს.
ამასთანავე, თითქმის ათი წელია ჩვენ თვალს ვადევნებთ „ქართული ოცნების“ ერთ ანომალიურ მახასიათებელს. ივანიშვილის პარტიას არ შეუძლია ქვეყნის მართვა ნორმალურ, მშვიდ სიტუაციაში. ისინი ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ უკიდურესი პოლარიზაციის, დაძაბულობის, სამოქალაქო მშვიდობის მოშლისა და პოლიტიკური ცხოვრების შავ-თეთრ ტონებში გადაწყვეტის შემთხვევაში ახერხებენ. რუსეთში ლეგალიზებულ ყველა პარტიას თავისი ფუნქცია აქვს - მათ საზოგადოებრივი უკმაყოფილება კრემლის მიერ კონტროლირებად არხებში უნდა გაანაწილონ და გაანეიტრალონ. როგორც ჩანს, ოლიგარქს სურს იმავე მოდელით მთლიანად დაიქვემდებაროს პარტიული სისტემა და ერთი ოთახიდან მართოს ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია.
ამგვარი გადაწყობა რეჟიმს შესაძლებლობას მისცემს, რომ ფასადური პლურალიზმი შეინარჩუნოს, ფასადს მიღმა კი შავბნელი საქმეები დაგეგმოს.
ამასთანავე, თითქმის ათი წელია ჩვენ თვალს ვადევნებთ „ქართული ოცნების“ ერთ ანომალიურ მახასიათებელს. ივანიშვილის პარტიას არ შეუძლია ქვეყნის მართვა ნორმალურ, მშვიდ სიტუაციაში. ისინი ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ უკიდურესი პოლარიზაციის, დაძაბულობის, სამოქალაქო მშვიდობის მოშლისა და პოლიტიკური ცხოვრების შავ-თეთრ ტონებში გადაწყვეტის შემთხვევაში ახერხებენ. ივანიშვილს სურს, რომ დემოკრატიის მომხრე ადამიანებმა ფარ-ხმალი საბოლოოდ დაყარონ. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება ოლიგარქს ოცნებას არ აუხდენს და პესიმიზმს არ მიეცემა.
- ეს ხდება მაშინ, როცა ბრიუსელმა საქართველოს საკითხის განხილვა იანვრისათვის გადადო. ვიცით ისიც რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული, საქართველო „ევროკავშირის გაფართოების ნაწილად აღარ მოიაზრება“.
ვითარებაში, როცა დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილს მიაჩნია რომ „საქართველოში პოლიტიკური პროცესი მკვდარია“ და პარტიების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ისედაც რთული ურთიერთობები ბრიუსელთან კიდევ უფრო გაურთულდება, გაუგებარია მმართველი გუნდი ამ ნაბიჯზე მაინც მიდის.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ, ჯერ თვითაცილება მოითხოვა, ამაზე რომ უარი ეთქვა, დაწერა განცხადება და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე თავად თქვა უარი. ეს კი იმაზე მიანიშნებს რომ პრაქტიკულად უკვე ცნობილია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკინსტიტუციო სასამართლო. ისე, კარგი იქნებოდა, რომ ქალბატონი მანანას თავად ესაუბრა გადადგომის მიზეზებზე.
დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ გუნდში ნაწილს მაინც ესმის რომ პარტიების გაუქმების შესახე გადწყვეტილების მიღება „ჩიხში აქცევს საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“, მაგრამ...
თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პროდასავლური პარტიები, როგორც მმართველი გუნდი ამბობს „ოპოზიცია განულებულია“, თან მეტ-ნაკლებად „მძიმეწონიანი პოლიტიკური ლიდერები განეიტრალურები არიან“, გაუგებარია, რატომ მიდის ამ ნაბიჯზე „ქართული ოცნება“.
პროცესები საკმაოზე მეტად დაჩქარებული რომაა ვხედავთ. როგორც ჩანს, საკონსტიტუციო სასამარლო გადაწყვეტილებას ძალიანაც არ დააყოვნებს. თუ „ქართული ოცნება“ „საარჩევნო დემოკრატიაზე“ ამბობს უარს, ამ გადაწყვეტილებით რას ეუბნება ოფიციალური თბილისი ბრიუსელს?
- ბატონი ივანიშვილის გზავნილი ევროპის მიმართ ძალიან პრიმიტიულია. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ დასავლეთმა საქართველოსთან ურთიერთობაში იხელმძღვანელოს იმავე პრინციპებით, რომელსაც აზერბაიჯანთან, უზბეკეთთან ან ტაჯიკეთთან კავშირების დამყარების დროს იყენებს. მაშასადამე, ოლიგარქიის განზრახვაა, რომ მთელმა მსოფლიომ უიმედო დიქტატურად მოგვნიშნოს, გვევაჭრონ, როგორც წყალწაღებულ აღმოსავლურ დესპოტიას, არ მოითხოვონ ჩვენგან ელემენტარული დემოკრატიული პრინციპების დაცვა. წარმოიდგინეთ, პირველი ბუნდესლიგის კლუბი სეზონის დასრულებამდე რომ ითხოვდეს მეორე ბუნდესლიგაში ჩამოლაბორანტებას, და საკუთარი აკვიატების აღსასრულებლად ცეცხლს უკიდებდეს სტადიონს, მოედანზე არ უშვებდეს არბიტრს, სამართებლით სერავდეს ბურთს და ა.შ. - დაახლოებით ამგვარ ვითარებასთან გვაქვს საქმე.
ამასთანავე, მილიარდერს ყველა მისი მოწინააღმდეგე დასავლეთის აგენტი ჰგონია. შესაბამისად, ევროკავშირის მიერ მიღებული ნებისმიერი კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ რეჟიმი თავის ჯავრს „აგენტებზე“ იყრის ხოლმე.
მათ არ შეუძლიათ შური იძიონ ევროკავშირზე, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ საქართველოში მოქმედი გაუბედურებული, დასუსტებული პარტიების შევიწროვების, გაბუტვის, ადგილობრივ ტელევიზიებში დასავლეთის ლანძღვა-გინების ძალა შესწევს. - - ევროკავშირი რომ საქართველოს საკითხის განხილვას იანვარში აპირებს განხილვას ვიცი.
აქამდე ევროკავშირი და ევროპის სხვა სტრუქტურები ცდილობდნენ ოფიციალურ თბილისთან დიალოგისა და მოლაპარაკებების რეჟიმში ყოფნას. ევროკავშირი და ვაშინგტონი კი ცდილობდნენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და რეალურ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტზე ყოფნას, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბატონი ივანიშვილი მათგან ევროპული და ევროპულ-ამერიკული ბანკებისაგან თავისი ფულის დაბრუნებას ითხოვდა, მასთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლა აღარ უცდიათ.
ახლა აქტუალური თემააა - თუ საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, როგორი იქნება იქნება ბრიუსელის რეაქცია.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ ბრიუსელის რეაქცია ტრადიციულად „ქართული ოცნებისთვის“ ზომიერი იქნება. მეორე ნაწილი მიიჩნევს რომ ევროპის მხრიდან დასანქირებულთა სიას ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დაემატებიან.
თუ პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სავარუდოდ, როგორი იქნება ბრიუსელის გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით?
- „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მომავლის კონკრეტული ხედვა აქვს. მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, ჩვენი ქვეყანა უნდა იქცეს ერთგვარ დერეფნად, სადაც დასავლეთიც და აღმოსავლეთიც თავიანთ ტვირთებს, ენერგეტიკულ რესურსებს გაატარებენ. ამავე სახელმწიფოში ადვილი უნდა გახდეს ოფშორული ზონებიდან კაპიტალის შემოტანა და დაბინავება, „ფულის გათეთრება“. ხელი უნდა შევუწყოთ სპეკულაციური დარგების (კრიპტომაინინგი, სათამაშო ბიზნესი, მანიპულაციური ფინანსური სექტორი და ა.შ) განვითარებას. საქართველო უნდა იქცეს სამოთხედ ბანდიტებისათვის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლას შეეცდებიან.
იაფად უნდა გავყიდოთ ჩვენი ბუნების გაჩანაგების ხარჯზე მოპოვებული წიაღისეული, ხე-ტყე, ელექტროენერგია. ამგვარი ეკონომიკის მიერ შექმნილი დოვლათით მხოლოდ ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა ოჯახებმა, ქვეშევრდომმა კლერკებმა უნდა ისარგებლონ, მოსახლეობა კი უნდა დაკმაყოფილდეს ოლიმპოს მთიდან „ჩამოჟონილი“ ელემენტარული შემოსავლით, რომელიც მხოლოდ გადარჩენისთვის, არსებობისთვის იქნება საკმარისი და არა სიცოცხლისთვის.
რაც მთავარია, ამ სახელმწიფოში ხელისუფლება დამოკიდებული უნდა იყოს ოლიგარქზე და არა ხალხის გადაწყვეტილებაზე.
თუ ჩვენ ამ „ჩამოჟონილით“ დავკმაყოფილდებით და შევეგუებით ამ კოშმარულ ვითარებას, დასავლეთისთვისაც მეორე დივიზიონის მოასპარეზე გავხდებით, ხელს ჩაიქნევენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ პერსპექტივაზე და ასრულდება „ოცნების“ ოცნება - დაგველაპარაკებიან, როგორც უიმედოდ განწირულ ტაჯიკეთს.
ერთი სიტყვით, ბევრი რამ ჩვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე იქნება დამოკიდებული და არა ბრიუსელზე. - თუ პარტიები გაუქმდა, საზოგადოების აქტიურ ნაწილს არ ექნა საშუალება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, თუმცა, ბევრი თვლის რომ „საქართველოში არჩევნები კარგა ხანია გაუქმებულია“. მეტიც, საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი თვლის რომ „საქართველოში კარგა ხანია მიმდინარეობს ავტორიტარული კონსოლიდაცია“, რადგან „ქართული ოცნება“ „საარჩევნო დემოკრატიაზე“ ამბობს უარს, გამოდის რომ მმართველი გუნდი საზოგადოების ერთ ნაწილს ქუჩაში აქტიურობისკენ უბიძგებს...
თუმცა, რა ხდება მას შემდეგ რაც ხალხი ქუჩაში გამოდის, ვნახეთ. პროდასავლურმა საზოგადოებამ იცის მას როგორ მოექცევიან ქუჩაში.
კაცმა რომ თქვას, საზოგადოებაში არც რევოლოციური მუხტია და არც „რევოლუციის მომწყობი პოლიტიკოსები არიან“. კიდეც რომ იყვნენ, რევოლუციას რესურსები სჭირდება. პროდასავლურ ოპოზიციას არც „რევოლუციის მოწყობის რესურსი არ აქვს“, ვხედავთ.
რბილად რომ ვთქვათ, ერთპარტიული მმართველობისა და „ავტოკრატიული კონსოლიდაციის“ პირობებში სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ჩვენს საშინაო პოლიტიკაში?
- ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ამ ეტაპზე ჩვენს საზოგადოებაში მართლაც რთულია იმგვარი საზოგადოებრივი ენერგიის აღმოჩენა, რომელიც ერთპარტიულ მმართველობას დაამუხრუჭებდა. თუმცა, დააკვირდით თავად რეჟიმსაც. შეუძლებელია 14 წელი ხელისუფლებას ედგე სათავეში და არ გამოიფიტო.
„ქართული ოცნება“ მუშაობს უმწვავესი საკადრო დეფიციტის პირობებში. არცერთ თავმოყვარე ადამიანს, პატიოსან პროფესიონალს, სერიოზულ ფიგურას არ სურს მათთან ერთად მუშაობა. კულტურის მინისტრად დანიშნეს პირი, რომელიც, მგონი, თეატრშიც არ არის ნამყოფი, გავლენიან საპარლამენტო ტრიბუნებად გვევლინებიან ადამიანები, რომელთაც მეზობლებიც კი ვერ ცნობენ სახეზე.
ივანიშვილის რეჟიმი ჩაძირულია კორუფციაში. საგამოძიებო უწყებები ძარცვისა და მექრთამეობის კვალს ეძებენ და პოულობენ მთავრობაში, ჯარში, ეროვნულ ბანკში, ფოსტაში, უშიშროების სამსახურში, ეკონომიკისა და ენერგეტიკის უწყებებში. ცხადია, კორუფციის წახალისება და შემდეგ წახალისებული საქმიანობის გამო სასტიკი დევნა შიშსა და უნდობლობას ნერგავს დიქტატურის მსახურთა შორის. დარწმუნებული ვარ, ელემენტარული თავმოყვარეობა აქვთ „ქართული ოცნების“ აქტივისტებსაც. იმედი მაქვს, ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. ამ ბოლო დროს მათ მრავალჯერ მოუწიათ ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების ვნებიანი მხარდაჭერა. ჯერ იყო და ლამის ბისმარკად აცხადებდნენ ღარიბაშვილს, ხოტბას ასხამდნენ მას, ქუჩაში ხვდებოდნენ და დაზეპირებული ტექსტებით აღუვლენდნენ საყვარელ პრემიერ-მინისტრს ქება-დიდებას, ახლა კი აიძულებენ, რომ წაქცეულს წიხლებით შესდგნენ. ცოტა ხნის წინ სამყაროს ყველაზე გამჭრიახ პოლიტიკოსად ჰყავდათ გამოცხადებული მამუკა მდინარაძე, ერთ წელიწადში გენერალ-მაიორად აქციეს, ახლა კი პატრიარქის ნეშტის მძარცველად უნდა მოიხსენიონ.
რაც არ უნდა სუსტი იყოს ადამიანი, როგორც არ უნდა ეშინოდეს მას, ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ქცევა იწვევს შინაგან კონფლიქტს, კოგნიტურ დისონანსს, რომელიც მხოლოდ მდარე პროპაგანდით ვერ გადაილახება.
რაც მთავარია, „ქართული ოცნების“ მთავარი მტერი არის სოციალური უსამართლობა. ფაქტია, რეჟიმი ვერაფერს უხერხებს სიღარიბეს, ფასების ზრდას მედიკამენტებსა და საკვებზე, დანგრეულ სკოლებს, რამდენიმე ოლიგარქის გამდიდრებისთვის მომუშავე ჯანდაცვას, უხეირო საპენსიო სისტემას, მსოფლიოსგან იზოლირებულ საუნივერსიტეტო განათლებას, უბინაობას, ვალს, დაბინძურებულ ჰაერს.
ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს პარტიების აკრძალვა ვერ მოაგვარებს და ვერ გააქრობს.
- და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა კვირა არ გავა, რუსეთი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს „სოხუმთან და ცხინვალთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას თავდაუსხმელობის შესახებ.“
მეტიც და დაიწყოს „აფხაზეთის რესპუბლიკასა“ და საქართველოს, ასევე საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკათან“ საზღვრის დადგენის პროცედურებთან დაკავშირებული პროცედურები.
„ინტერპრესნიუსთან“ აგვისტოს ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს“.
გარდა ამისა, ქართულ ნაწარმზე ემ რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესება სხვა არაფერია თუ არა ის რომ "რუსეთი ცდილობს შექმნას მითი, რომ მის გარეშე ქართული ბიზნესი ვერ იარსებებს.“
იმავე ინტერვიუში ამბობთ - „რუსეთი საქართველოსთან არაფრის დალაგებას არ ჩქარობს.“ ასეა, რადგან, „რადგან ყველაფერს თავად აკონტროლებს და ჩვენ ქვეყანას მანევრირების სივრცეს უსპობს“.
შესაძლოა, ვცდები, მაგრამ, რატომღაც არა ვარ დარწმუნებული რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მზად იყოს ქართულმა მხარემ აღიაროს სოხუმისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობა.“
ეს ხომ არაა ის, რაც თქვენ წინა ინტერვიუში თქვით - „ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური და კომპრომისისთვის ამზადებს?
- საქართველოში მომავალი არ აქვს ადამიანს, რომელიც სოხუმისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს. მომავალი არ ექნებათ არც ამ ადამიანის ოჯახის წევრებს, ისინიც ვერ შეძლებენ ცხოვრების მშვიდად გაგრძელებას ჩვენს ქვეყანაში. ეჭვი არ მეპარება, რომ ამას კარგად ხვდებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ ივანიშვილის გარემოცვაში აფხზაეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას სერიოზულად განიხილავენ.
თუმცა, ცხადია, რუსეთისგან ზეწოლა ძლიერდება.
რუსეთთან არ შეიძლება არც გაუფრთხილებელი, თავქარიანი, პროვოკაციული, კონფრონტაციული პოლიტიკის წარმოება და არც ქვეშევრდომული, შემგუებლური, თავდახრილი, მორჩილი კურსის გატარება. ორივე შემთხვევაში შედეგი დამღუპველია ხოლმე.
ივანიშვილმა მეორე გზა აირჩია, ეგონა გადარჩებოდა, ბოროტმოქმედს „ერთი ბარტყიც გადაუგდო“ და სხვა მორალურ კომპრომისებზეც წავიდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო იმპერიის მადის დაკმაყოფილება, მაინც ვერ შეძლო ძირგავარდნილი ქვევრის ამოვსება. შესაბამისად, ოლიგარქი კუთხეშია მიმწყვდეული. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარება თავისუფლად შეიძლება უკავშირდებოდეს გაძლიერებულ რუსულ წნეხს. პარტიების აკრძალვით მილიარდერი კრემლის ფუნქციონერებს ატყობინებს: თქვენნაირი ვარ, თქვენს გზას ვადგავარ, დასავლეთს ვშორდები, არ გამწიროთ.
- საშინაო პოლიტიკურ ველზე თუ რა რთული ვითარებაა ვხედავთ. პარტიებს იდეები არ აკლიათ, მაგრამ არ აქვთ რესურსი იმითვის რომ იფუნქციონირონ. რეგიონებში მართონ შეხვედრები ისე რომ სუს-ის ყურადღება არ მიიქციონ. როგორც ამბობენ, მათ აქტიურობას რეგიონებში მკაცრად აკონტროლებენ საჯარო სამსახურები შსს და სუს-ი.
გასულ ზაფხულს ბევრმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა იარეს რეგიონებში, სოფლებში, მათი მონათხრობი კი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური აქტივობა კონტროლდება, თან იმაზე სერიოზულად, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ვიცით რომ იუსტიციის სამინისტრო არ აგესტრირებს მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ პოლიტიკურ პარტიად. ვიცით რომ 14 ნოემბერს თქვენი მოძრაობას „სოციალური სამართლიანობის“ პარტიად დაფუძნების ჩატარება აქვს დაანონსებული.
ბევრის შეფასებით, „ქართული ოცნები“ მიზანი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან საერთოდ გაქრეს პროევროპული დისკუსი და იდეოლოგია. არადა, ევროპა, ევროკავშირი და ევროპის წარმატებული ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ არიან წარმატებულები რომ მათ ათწლეულების ევროპელი სოციალ-დემოკრატები მართავენ.
მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ დარწმუნებული რომ პარტიების გაუქმების შესახებ 14 ნოემბრამდე იქნება მიღებული, მაინც გკითხავთ - სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას ხომ არ გადაუფიქრებია პარტიის სადამფუძნებლო ყრილობის ჩატარება?
- შეგახსენებთ ცნობილ ლათინურ გამონათქვამს: „Fiat justitia, ruat caelum“ – „ცა რომ ჩამოიქცეს, სამართალი მაინც უნდა აღსრულდეს“.
რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე ჩვენ ჩვენი მაინც უნდა ვცადოთ და საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი მემარცხენე ალტერნატივა შევთავაზოთ. ჩვენი ერთი ან ორი არჩევნებისთვის, ერთი ან ორი ეპოქისთვის, იუსტიციის მინისტრ სალიასთვის და ოლიგარქიული რეჟიმის მიერ აღიარებისთვის არ ვქმნით პოლიტიკურ პარტიას.
ჩვენ ვაშენებთ პოლიტიკურ სახლს, რომელიც გახდება ყველა იმ ადამიანის საკუთრება, რომლისთვისაც ღირსეული შრომა, დაცული გარემო და სასიცოცხლო სივრცე, ეკონომიკური თანასწორობა მნიშვნელოვანია.
სოციალ-დემოკრატები ყრილობას ვატარებთ თვითორგანიზებისთვის, ერთმანეთთან შეთანხმებისთვის, შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებისა და ჩვენი ხედვის გაზიარებისთვის.
ცხადია, ძალიან გვინდა, რომ პარტია ოფიციალურად აღიარონ, დაგვარეგისტრირონ, მაგრამ ეს ყრილობის ჩატარების ერთადერთი მიზანი არ არის.
ამასთანავე, ახალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის დარეგისტრირება-არდარეგისტრირების საკითხი ერთგვარი საკონსტიტუციო სასამართლო პროცესი იქნება ჩვენს წინააღმდეგ. პარტიების აკრძალვის განზრახვას გამოცდა მხოლოდ ბათუმში არ ელის, თბილისის იუსტიციის სახლშიც მსგავს პროცესთან გვექნება საქმე.
ერთი სიტყვით, ჩვენ ყრილობას მაინც ჩავატარებთ.
სასხვათაშორისოდ მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობებს ვაწყდებით სხვა მიმართულებითაც. არნახულ ლაჩრობას იჩენს ჩვენი წვრილი ბურჟუაზია. დარბაზის მესაკუთრეებს თავიანთი სივრცის პოლიტიკური პარტიისთვის დათმობისაც კი ეშინიათ.
გვეტყვიან თანხმობას და რამდენიმე საათში უარით გვისტუმრებენ. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ორი საათით თავიანთი გარაჟის გაქირავებისაც ეშინიათ.
საქართველოს პირველმა სახალხო დამცველმა, დავით სალარიძემაც კი უარი გვითხრა შუამდგომლობაზე, რათა ყრილობა მისი მამის, მუსკომედიის ბრწყინვალე მსახიობისა და მომღერლის - ვახტანგ სალარიძის დარბაზში ჩაგვეტარებინა.
მერე სხვებიც მოგვადგებიანო. სულმნათი ბაბუაჩემის სახელიც კი მოვიშველიე ორი საათით დარბაზის მოპოვებისთვის, მაგრამ თურმე ტყუილად შევაწუხე იგი იმქვეყნად. სევდასა და გულგატეხილობას იწვევს გულგრილობა და სიცივე, მაგრამ არაუშავს.
- ეს ყველაფერი ასევე ხდება იმის ფორნზე რომ უკრაინა-რუსეთის ომში აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი მოსკოვის მთავრი პარტნიორი აღმოჩნდა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე არ გამკვირვებია.
ამის მიზეზი მარტივია - წელწადნახევარია ტრამპმა ვერ აიძულა პუტინი შეეწყვიტა ცეცხლი და არ დაებომბა უკრაინა. შედეგი კი ახლა ასეთია მამდგარი - ტრამპი ღიად აცხადებს, რომ „უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება“.
მიზეზად კი ის სახელდება რომ უკრაინა, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი საკმაოდ წარმატებით იცავს თავს აგრესორისგან რის გამოც აშშ და რუსეთი ერთობლივ ბიზნესებს ვერ იწყებენ. უკრაინამ ახლა ზუტად იცის რომ „უკრაინისთვის ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს“.
არაა გამორიცხული, ბატონმა ივანიშვილმა კარგად იცოდა რომ ტრამპი ადრე თუ გვიან პუტინის მხარეს აღმოჩნდებოდა და ამის გამო ჰქონდა დადებული ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე. თუნცა, ახლა აშშ-ში ვითარება საკმაოდ კრიტიკულია. არ გამორიცხავენ რომ „რესპუბლიკური“ პარტია შუალედურ არჩევნებს წააგებს.
თუ აშშ-ს შუალედური არჩევნებში ტრამპის „რესპუბლიკური პარტია“ დამარცხდა, დიდ პოლიტიკაში სწრაფად არაფერი შეიცვლება, მაგრამ, აშშ რომ მეტად დაეხმარება უკრაინას და შეცვლის ვაშინგტონის „გაუგებარ დამოკიდებულებას“ ევროპის მიმართ.
თქვენი ვარუდით, თუ ტრამპის „რესპუბლიკური პარტია“ დამარცხდა, ეს როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და მათ შორის საქართველოზე?
- აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები მყისიერად არ აისახება საგარეო პოლიტიკაზე.
თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ამერიკელი დემოკრატები ემხრობიან საერთაშორისო ინსტიტუტების გაძლიერებასა და გლობალური ალიანსების აღდგენას, ნატოსთან და ევროკავშირთან ერთად მოქმედებას, საქართველოს მსგავს ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებას.
შესაბამისად, აშშ-ში „დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილის კიდევ ერთი განსაცდელი შეიძლება ელოდეს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.