არქივი1 ივნისი, 2024, 21:35
NED – ის, EED – ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ
აშშ – ის დემოკრატიის ფონდის ( NED ) – ის, ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის ( EED ) – ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია სირცხვილიას წევრები, სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ტელეფონზე ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
როგორც “ქართული ოცნების” პრეს-სამსახურში აცხადებენ, ნიკოლაიშვილი და ბერძენიშვილი დეპუტატებს მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. სატელეფონო ზარები თითქმის ყველა დეპუტატთან განხორციელდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.