NDI: ფასების ზრდა და ინფლაცია გამოკითხულთა 37%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ფასების ზრდა და ინფლაცია გამოკითხულთა 37%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია, რაც მას და მის ოჯახს აწუხებს. 35%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია, ხოლო 28%-სთვის - სიღარიბე.
შეკითხვაზე ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (მაქსიმუმ 3 პასუხის არჩევის შესაძლებლობა), პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
· ფასების ზრდა/ინფლაცია - 37%.
· სამუშაო ადგილები - 35%
· სიღარიბე - 28%
· ტერიტორიული მთლიანობა - 23%
· პენსიები - 20%
· ხელფასები - 17%
· განათლება - 11%
· ხელმისაწვდომი ჯანდაცვა - 8%
· ადამიანის უფლებები - 8%
· NATO-ში გაწევრიანება - 7%
· ევროკავშირში გაწევრიანება - 7%
· სამართლიანი არჩევნები - 6%
· რუსეთთან ურთიერთობა - 6%
· სიტყვის თავისუფლება - 5%
· საკუთრების თავისუფლება - 4%
· გარემოს დაცვა - 4%
· კორუფცია - 4%
· სამართლიანობის აღდგენა - 3%
· სასამართლო სისტემა - 3%
· კრიმინალი - 3%
· სხვა - 3%
· არ ვიცი - 3%
კვლევა პირისპირი ინტერვიუსმეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.