ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NDI-ის დელეგაციის ანგარიში - ახალგაზრდები ქვეყანის პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან - მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა, შემცირდეს

ახალგაზრდები ვერ ხედავენ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათთვის მისაღებ ალტერნატივას, მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა შემცირდეს,- ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში.
დოკუმენტის თანახმად, ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან.
„ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან. NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერნოემბერში ჩატარებულ გამოკითხვაში, 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ 20%-მა თქვა, რომ ქვეყანაში არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. ამასთანავე, პარლამენტის მუშაობას დადებითად აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის მხოლოდ 9%, ხოლო უარყოფითად 37% აფასებს. ვინაიდან ახალგაზრდები ვერ ხედავენ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათთვის მისაღებ ალტერნატივას, მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა შემცირდეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.