ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ" - რა პრეტენზიები აქვს გიორგი ვაშაძეს ორგანიზაციასთან

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი NDI-ს წინააღმდეგ. "NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს სისულელეა,"- ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. ვაშაძე მიიჩნევს, რომ კვლევა არასწორადაა ჩატარებული და NDI-სგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.
"შეგიძლიათ ამოიღოთ ჩემი ყველა განცხადება - ამ კონკრეტულ კვლევაზე ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი. ძალიან კარგი იქნება NDI-სთან მიხვიდეთ და დაუსვათ კითხვა, ყველა სოციოლოგი რომ ამბობს, რომ პოლიტიკურ ნაწილში არასწორად არის კვლევა ჩატარებული, რატომ აკეთებენ ასე?! სოციოლოგია ხომ ბჭობის მეცნიერება არ არის. რაც შეეხება რეალურ სურათს - "ქართული ოცნება" დამარცხდება,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.