ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NBC News - კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი შეაგროვა

კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი შეაგროვა, - ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
NBC News-ის ცნობით, „დემოკრატები“ იმედოვნებენ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ეს რიცხვი 600 მილიონ დოლარს მიაღწევს.
გასულ თვეში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გუნდმა 310 მილიონი დოლარი შეაგროვა.
შეგახსენებთ, ჩიკაგოში „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობა მიმდინარეობს, სადაც დელეგატები კამალა ჰარისს პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.