ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NBC News: თეთრი სახლი განიხილავს ზელენსკის მიწვევას ალასკაში დანიშნულ შეხვედრაზე

NBC News: თეთრი სახლი განიხილავს ზელენსკის მიწვევას ალასკაში დანიშნულ შეხვედრაზე

თეთრი სახლი განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას ალასკაზე - სადაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდეს. ამ ცნობას ავრცელებს NBC News, წყაროებზე დაყრდნობით.
"ეს განიხილება" - უთხრა საკითხში გათვიცნობიერებულმა ერთ-ერთმა პირმა ამ მედიასაშუალებას.
NBC News-ის ცნობით, ვიზიტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ჯერჯერობით გაურკვეველია ჩავა თუ არა ზელენსკი ალასკაში.
ეს "აბსოლუტურად" შესაძლებელია - უთხრა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მედიასაშუალებას და დასძინა: "ყველა ძალიან იმედიანადაა, რომ ეს მოხდება".
კითხვას, გაუგზავნა თუ არა აშშ-მა ზელენსკის ოფიციალური მიწვევა, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა უპასუხა - "პრეზიდენტი კვლავ ღიაა სამმხრივი სამიტისთვის, ორივე ლიდერთან. ამ ეტაპზე თეთრი სახლი კონცენტრირებულია ორმხრივი შეხვედრის დაგეგმვაზე - რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა ითხოვა".
NBC News-ი წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია კომენტარის შესახებ თხოვნაზე.
ტრამპმა პარასკევს გამოაცხადა, რომ პუტინს 15 აგვისტოს შეხვდება ალასკაში, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
თუ ზელენსკი შეხვედრაზე ჩავა, გაურკვეველია იქნებიან თუ არა იგი და პუტინი ერთსა და იმავე ოთახში - უთხრა მედიასაშუალებას ერთ-ერთმა წყარომ.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.