ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NBC - უკრაინისა და ისრაელის დაფინანსების კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელებამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯო ბაიდენთან შეხვედრა სურს

უკრაინისა და ისრაელის დაფინანსების კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელებამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯო ბაიდენთან შეხვედრა სურს , - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NBC-ი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ჯო ბაიდენთან შეხვედრა ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოითხოვა.
ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯონსონსა და კონგრესის სხვა ლიდერებს ორპარტიული საიმიგრაციო შეთანხმების განსახილველად გასულ თვეში შეხვდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კანონპროექტი მიიღო. აქედან 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განსაზღვრული. კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, რომლის სპიკერმაც, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს არ მიიღებს, რადგან იგი აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილს აღარ შეიცავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.