NBC – კრემლმა -ს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კიტ კელოგის მონაწილეობა არ სურდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კიტ კელოგი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებიდან გამორიცხეს მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ მისი მონაწილეობა არ სურდა, – ინფორმაციას NBC News-ი ამერიკელ და რუს ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი არ იმყოფებოდა საუდის არაბეთში ბოლო დროს გამართულ ორ სამიტზე, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მის კომპეტენციაში შედის.
„კელოგი ყოფილი ამერიკელი გენერალია, უკრაინასთან ძალიან დაახლოებული. არ არის ჩვენი ტიპის ადამიანი, არც იმ კალიბრის, რომელსაც ჩვენ ვეძებთ“, – განაცხადა წყარომ NBC News-თან საუბარში.
გამოცემა წერს, რომ კელოგის ოფისმა არ უპასუხა მათ შეკითხვას, თუ რატომ არ ჩაერთო ის მოლაპარაკებებში და მოითხოვა თუ არა რუსეთმა მისი არ დასწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი