ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას Reuters საკითხის მცოდნე დასავლეთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ალიანსის წევრებმა უარი თქვეს იენს სტოლტენბერგის წინადადებაზე უკრაინის დაფინანსების მრავალწლიან გარანტიებთან დაკავშირებით, გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ კონსესუსი მაინც შედგა.
როგორც გამოცემა წერს, გადაწყვეტილებას ოფიციალურად, სავარაუდოდ, NATO-ს 75-ე სამიტზე გამოაცხადებენ, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.
ამავდროულად, ალიანსის წევრები ასევე შეთანხმდნენ იმის შესახებ დეტალური ანგარიშების შედგენაზე, თუ რომელი ქვეყანა რა ტიპის შეიარაღებას აწვდის უკრაინას.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.