ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NATO-ს სამიტზე საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს – ამერიკის ხმა

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, 9-11 ივლისს, ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩაშვილი მიიწვიეს.
გამოცემამ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, მათი მილეს მისწერა, მიიწვიეს თუ არა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. მილერმა გამოცემას ასე უპასუხა:
“პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის პასუხიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სამიტზე საქართველოდან მხოლოდ დარჩიაშვილია მიწვეული.
სამიტი ტარდება პროგრამის – პარტნიორობა მშვიდობისთვის ფარგლებში და გულისხმობს ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ლიდერთა შეკრებას. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა დარჩიაშვილი ღონისძიებაში მონაწილეობას. ამის გარკვევას “ნეტგაზეთი” საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას, უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.