ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NATO-ს ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

NATO-ს ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

გერმანიის საჰაერო ძალების ცნობით, 21 სექტემბერს რუსული სამხედრო თვითმფრინავი ბალტიის ზღვის თავზე ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში შევიდა. გერმანიის საჰაერო ძალებმა რუსულ IL-20m სამხედრო თვითმფრინავზე თვალთვალის მიზნით ორი Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებელი გაგზავნა, რის შემდეგაც რუსული თვითმფრინავზე ადევნებისა და ესკორტირების პასუხისმგებლობა შვედეთს გადაეცა.
"ჩვენს სწრაფი რეაგირების დანაყოფს, რომელიც ორი Eurofighter-ისგან შედგებოდა, NATO-მ უცნობი თვითმფრინავის მეთვალყურეობა დაავალა, რომელსაც არც ფრენის გეგმა ჰქონდა და არც რადიოკავშირზე გამოდიოდა." - ნათქვამია გერმანიის საჰაერო ძალების განცხადებაში.
მანამდე, 19 სექტემბერს, სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. წელს ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. ამის საფუძველზე ესტონეთმა NATO-ს მე-4 მუხლის შესაბამისად კონსულტაცია მოითხოვა, რომელიც 23 სექტემბერს არის დანიშნული.
tabula.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.