ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას” – სლოვაკეთის პრემიერი

26 თებერვალს, პარიზში უკრაინსი ომთან დაკავშირებულ კონფერენციამდე სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ თქვა, რომ NATO-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას განიხილავს.
პრორუსული განწყობებით ცნობილი ფიცოს თქმით, ამაზე საუბარია “აკრძალულ დოკუმენტში”, რომლის განხილვასაც პარიზის კონფერენციაზე აპირებდნენ. მისი თქმით, დოკუმენტში აღწერილი საკითხები “შემაძრწუნებელია”.
“NATO-სა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას ორმხრივ საფუძველზე… არ შემიძლია ვთქვა, რა მიზნით წავლენ და იქ რას გააკეთებენ.” – თქვა ფიცომ.
უკვე პარიზის კონფერენციაზე კი, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას განიხილავდნენ, რაზეც საუბარი, მისი თქმით, “ძალიან თავისუფლად და პირდაპირ” მიმდინარეობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.