ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NATO რუსეთის საზღვართან ახალ სახმელეთო სარდლობას ჩამოაყალიბებს – მედია

NATO რუსეთის საზღვართან ახალ სახმელეთო სარდლობას ჩამოაყალიბებს – მედია

გამოცემა Reuters ფინეთის თავდაცვის მინისტრ, ანტი ჰაკანენმაზე დაყრდნობით წერს, რომ 2025 წელს ნატო ფინეთში, რუსეთის საზღვართან, ახალ სახმელეთო სარდლობას ჩამოაყალიბებს.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ახალ სახმელეთო სარდლობას კონფლიქტის შემთხვევაში ჩრდილოეთ ევროპის სახმელეთო ძალების მოქმედებების ხელმძღვანელობა დაევალება.
დღეს გადავწყვიტე, რომ ჩვენ NATO-ს, მიკელის არმიის შტაბ-ბინასთან ერთად, სარდლობის ჩამოყალიბებას შევთავაზებთ”. – განაცხადა ჰაკანენმა.
აღნიშნული სარდლობა აშშ-ში დაფუძნებულ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას დაექვემდებარება და ფინეთის ქალაქ მიკელიში მდებარე სახმელეთო ძალების სარდლობასთან ერთად იმუშავებს.
როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი სარდლობის წლიური ბიუჯეტი 9.5 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.