NAEC-ის ხელმძღვანელის თქმით, 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ მაგისტრანტობის კანდიდატს სახელმწიფო გრანტის მოპოვების სურვილი ექნება, გამოცდები უნდა ჩააბაროს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩააბაროს.
როგორც ნინო წერეთელმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ რიგ მიმართულებზე ბაკალავრიატის 3-წლიანი და სამაგისტრო 1 წლიანი პროგრამები ძალაში 2025 წლიდან შევა.
„გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრმა ისაუბრა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო საჯარო განხილვების შედეგად.
ის სიახლეები, რაც გაჟღერდა, 3-წლიანი ბაკალავრიატი იქნება ბიზნეს ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამაზე და შემდეგ ვნახოთ, რას მოგვიტანს შემდგომი განხილვები. პირველ რიგში საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ამის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა ამ მიმართულებით განაცხადები გააკეთონ აკრედიტაციის მისაღებად. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბიზნეს ადმინისტრირების სამწლიან ბაკალავრიატზე მიღება გამოცხადდება 2025 წელს.
ვადასტურებ, რომ როგორც მინისტრმა განაცხადა, მაგისტრატურაზე გამოცდების გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო უნდა ჩააბაროს“. – აღნიშნა ნინო წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა