N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი დასრულდა

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი დასრულდა
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმდნენ. პროექტში ჩართულმა ოცმა მსჯავრდებულმა ქართული და ევროპული სამზარეულოს სხვადასხვა სახეობის კერძის მომზადება პროფესიულ დონეზე შეისწავლა.
პროგრამა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და კოლეჯ „იკაროსის“ ხელშეწყობით, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და შეფების ჩართულობით ჩატარდა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნიკო თათულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და კოლეჯ „იკაროსის“ დირექტორი რუსუდან ჩართოლანი ესწრებოდნენ.
ღონისიების სტუმრები N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სხვა პროექტებსაც გაეცნენ და დაათვალიერეს დაწესებულებაში არსებული ის მცირე საწარმოები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულები. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო კურსებს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს, რაც მსჯავრდებულებს, გათავისუფლების შემდეგ, დასაქმებაში ეხმარება და ხელს უწყობს განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს