ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად დატოვა, თუმცა პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურზე" შეცვალა

Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად დატოვა, თუმცა პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურზე" შეცვალა

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა, თუმცა საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანას გააჩნია ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია. როგორც Moody’s მიიჩნევს, ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას ხელს უწყობს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებაც, რაც უზრუნველყოფს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას.
ანგარიშში ასევე, ხაზგასმულია, რომ საბანკო სექტორი მდგრადია, რაც აისახება მის მომგებიანობასა და კაპიტალისა და ლიკვიდურობის საიმედო მაჩვენებლებში, ეს კი ხელს უწყობს შოკების შემთხვევაში ბუფერების არსებობას.
ამასთან, სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, საქართველო კვლავ შეინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და 2021-2023 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ფისკალური მდგომარეობა შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც, რაც აისახება ვალის ტვირთის შედარებით დაბალი დონით.
Moody’s-ის შეფასებით, 2025 წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკა, დაახლოებით, 6%-ით გაიზარდოს, ხოლო ვალი კვლავ სტაბილურ 35-36 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდეს 2024-2026 წლებში.
ამასთან, Moody’s-მა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა. რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება, ძირითადად, გამოწვეულია გეოპოლიტიკური რისკების ზრდის და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, რაც ზრდის ქვეყნის მოწყვლადობის ზრდის ალბათობას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.