Moody's-მა აშშ-ს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა - Reuters

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა აშშ-ის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „Aaa“-დან „Aa1“-მდე შეამცირა, რაც დაკავშირებულია მთავრობის ვალის ზრდასთან და ბიუჯეტის დეფიციტთან.
როგორც Reuters იუწყება, Moody's ამგვარად „სამი დიდი“ სარეიტინგო სააგენტოდან უკანასკნელია, რომელმაც მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას უმაღლესი რეიტინგი ართმევს. ადრე ამას S&P Global Ratings-ი და Fitch Ratings-ი აკეთებდნენ.
„ჩვენ ვაღიარებთ შეერთებული შტატების მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფისკალურ სიძლიერეს, თუმცა გვჯერა, რომ ეს უპირატესობები სრულად ვეღარ აკომპენსირებს ფისკალური მაჩვენებლების გაუარესებას“, - ნათქვამია Moody's-ის პრესრელიზში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.