ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Mondelez-მა მეორე კვარტალში შემოსავალი 7.7%-ით გაზარდა

Mondelez-მა მეორე კვარტალში შემოსავალი 7.7%-ით გაზარდა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა სნექების და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელმა, ამერიკულმა Mondelez International-მა 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგებისა და შემოსავლების ზრდა დააფიქსირა, კორექტირებული მოგებითა და შემოსავლებით კი ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა.
აპრილ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგება გაიზარდა 641 მილიონ დოლარამდე, ანუ აქციაზე 0.49 დოლარამდე, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 601 მილიონი დოლარი იყო, ანუ აქციაზე 0.45 დოლარი.
ამასობაში, კორექტირებულმა მოგებამ აქციაზე 73 ცენტი შეადგინა, რაც Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზს - 68 ცენტს - აღემატება.
Mondelez-ის შემოსავალი 7.7%-ით გაიზარდა და 8.98 მილიარდ დოლარს მიაღწია 8.34 მილიარდი დოლარიდან, კონსენსუსის მიერ შეფასებულ 8.84 მილიარდ დოლართან შედარებით.
ვრცლად interfax – ზე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.