ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

MINI-ის ელექტრომანქანის დიზაინი 9 წლის ბიჭმა შექმნა

MINI-ის ელექტრომანქანის დიზაინი 9 წლის ბიჭმა შექმნა

ზოგადად, MINI ცნობილია რამდენიმე მოულოდნელი, ექსპერიმენტული კონცეფციით, თუმცა ახლა მის ყველაზე ფერად პროექტს ვხედავთ — 9 წლის ბიჭის მიერ შემუშავებული დიზაინი რეალურ მანქანად იქცა.
ოლივერ გორროდი MINI Minds დიზაინის კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც BMW-ის მფლობელობაში მყოფი ავტომწარმოებლისა და Crayola-ს ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა. მის ფარგლებში 4-10 წლის ბავშვებს ინდივიდუალური ფანტაზია უნდა გამოეყენებინათ და მომავლის მანქანა წარმოედგინათ. ოლივერის კონცეფცია კი ბუნებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების გარშემო ტრიალებს. „მე მომწონს იდეა, რომ ყველა მანქანა იყოს ელექტრო, რადგან ის უკეთესია გარემოსთვის, ცხოველებისთვის თუ სრულიად პლანეტისთვის. ჩემი დიზაინიც ბუნებრივ გარემოს ერწყმის, თითქოს ინიღბება კიდეც“.
თავის მხრივ, კონკურსმა იდეალური პლატფორმა შექმნა პატარა ბავშვებისთვის, რათა თავიანთი წარმოსახვითი იდეები კრეატიულად წარმოედგინათ. თანაც მონაცემებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა მონაწილეთა 25%-ზე მეტს სურს, მსოფლიოში ელექტრომანქანები დომინანტი იყოს და ასე მეტად მოვუფრთხილდეთ პლანეტას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.marketer.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.