ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Microsoft-ი და Nvidia ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ში 15 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ

Microsoft-ი და Nvidia ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ში 15 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ

Microsoft Corp.-ი და Nvidia Corp.-ი ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ში 15 მილიარდ დოლარამდე ერთობლივი ინვესტიციის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, Anthropic-მა გამოაცხადა Microsoft Azure-ის ღრუბლოვანი სერვისიდან დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულების გამოთვლითი სიმძლავრის შეძენის განზრახვა.
კომპანიები ერთმანეთის კლიენტები გახდებიან: Microsoft გამოიყენებს Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, ხოლო Anthropic - Microsoft-ის ინფრასტრუქტურას, განაცხადა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელმა.
Anthropic, რომელიც 2021 წელს OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომლებმა დააარსეს, სექტემბერში ჩატარებული ბოლო დაფინანსების რაუნდის დროს 183 მილიარდ დოლარად შეფასდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.