არქივი16 ოქტომბერი, 2025, 19:39
Meta ტეხასში ახალ მონაცემთა ცენტრში 1.5 მილიარდ დოლარზე მეტს ჩადებს

ამერიკული კომპანია Meta ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში 1 გიგავატი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს აშენებს.
კომპანია ახალ ობიექტში 1,5 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას ჩადებს, – ნათქვამია კომპანიის ბლოგში.
მონაცემთა ცენტრის ექსპლუატაციაში გაშვება 2028 წელს იგეგმება, – მოჰყავს „Bloomberg–ს Meta–ს წარმომადგენლის სიტყვები.
ობიექტი აღჭურვილი იქნება მძლავრი ჩიპებით და განკუთვნილი იქნება ხელოვნური ინტელექტის პროექტებთან დაკავშირებული მომსახურებისთვის.
საერთო ჯამში, Meta–მ წელს 72 მილიარდ დოლარამდე კაპიტალური ხარჯები დაგეგმა.
წყარო: interfax
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.