Meta-მ OpenAI-ის თანამშრომლებს გადასაბირებლად 100 მილიონი დოლარის ბონუსი შესთავაზა – სემ ოლტმენი

OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ოლტმენი ამბობს, რომ მისი გუნდის წევრებმა Meta-სგან მნიშვნელოვანი შეთავაზებები მიიღეს. მისი თქმით, Meta-მ OpenAI-ის თანამშრომლებს გადასაბირებლად 100 მილიონი დოლარის ბონუსი შესთავაზა, ამის შესახებ Reuters წერს.
თუმცა როგორც ოლტმენი აცხადებს, რომ ჯერჯერობით მის თანამშრომლებს სხვა კომპანიაში გადასვლა არ გადაუწყვეტიათ.

გამოცემის ინფორმაციით, Meta, რომელსაც Facebook, Instagram და WhatsApp ეკუთვნის, ცდილობს, გააძლიეროს ხელოვნური ინტელექტის მიმართულება და ახლახან 14 მილიარდი დოლარი დახარჯა სტარტაპ Scale AI-ის 49%-ის შესაძენად.

ასევე დაგაინტერესებთ

კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა ნებართვა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად – ვამზადებთ მასალებს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება – მუნიციპალური განვითარების ფონდი