არქივი18 სექტემბერი, 2025, 19:39
Meta-მ დისპლეით აღჭურვილი AI სათვალე წარმოადგინა – როდის დაიწყება გაყიდვები?

ამერიკულმა კომპანია Meta-მ ყოველწლიურ დეველოპერულ კონფერენციაზე ახალი ჭკვიანი სათვალე წარადგინა, რომლის ლინზაში ჩაშენებული დისპლეია.
„ეს პროტოტიპი არ არის“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. „ეს არის ნამდვილი პროდუქტი, მზადაა გამოსაყენებლად და რამდენიმე კვირაში შეძენა შესაძლებელი იქნება“.
სათვალის მართვა სპეციალური Neural Band სამაჯურის გამოყენებით არის შესაძლებელი. კომპლექტის ფასი 799 დოლარი იქნება, გაყიდვები კი 30 სექტემბერს დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.