არქივი9 ივლისი, 2024, 23:56
MEGOBARI ACT-ის განხილვა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება - რაუფოღლუ
Foreign Press USA-ის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ კონგრესის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ MEGOBARI ACT-ის განხილვა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება.
„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყებს საქართველოს სანქციების კანონპროექტზე (იგივე MEGOBARI ACT-ზე) მუშაობას.
როგორც კონგრესის წყაროები მეუბნებიან, მასზე მუშაობა 10 ივლისს დაიწყება და განხილვა/კენჭისყრა მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება“. - წერს რაუფოღლუ X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.