Meduza: რუსეთში გაყიდვიდან ამოიღეს იმ გაზეთის ტირაჟი, რომლის ყდაზეც ალექსეი ნავალნის ფოტოა
გამოცემა Meduza წერს, რომ რუსეთში "პრაქტიკულად ყველგან" გაყიდვებიდან ამოიღეს იმ გაზეთის ტირაჟები, რომლის პირველ გვერდზეც ალექსეი ნავალნის ფოტო იყო გამოსახული. ეს განცხადება Sobesednik-ის ჟურნალისტმა, ელენა მილჩანოვსკამ ადგილობრივ გამოცემა "ფრთხილად მედიას" განუცხადა.
ჟურნალისტის თქმით, ახალი ნომერი, რომლის ყდაზეც ალექსეი ნავალნის ფოტოა გამოსახული, ამოღებულია სადისტრიბუციო პუნქტებიდან - ძირითადად პრესისა და ბეჭდვის ჯიხურებიდან.
"ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული და ცოტა არ იყოს, საშიშია ჩვენთვის. რატომ ამოიღეს ნომერი, ჩვენ არ ვიცით: არანაირი კანონი არ დაგვირღვევია", - აცხადებს ელენა მილჩანოვსკა.
გამოცემა Meduza-ს ერთ-ერთმა მკითხველმა შეატყობინა, რომ მან ვერ მოახერხა Sobesednik-ის გაზეთის ყიდვა ერთ-ერთ ჯიხურში. გამყიდველმა მას უთხრა, რომ "მიიღეს ბრძანება, აღარ გაყიდონ ეს ნომერი". მკითხველს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქში მოხდა ეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.