ჰისტაცეტი
Histacet
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ჰისტაცეტის აქტიური სუბსტნაცია. ჰისტაცეტი არის ანტიალერგიული პრეპარატი. მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ ჰისტაცეტი ნაჩვენებია: - სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის ნაზალური და ოკულარული სიმპტომების მოსახსნელად; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეტირიზინი (cetirizine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №20
- მწარმოებელი
- Laboratórios Atral, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
- ATC კოდი
- R06AE07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034649
- რეგისტრირებულია
- 15 მარტი 2022, მოქმედებს 15 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- -
ჰისტაცეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ჰისტაცეტის აქტიური სუბსტნაცია. ჰისტაცეტი არის ანტიალერგიული პრეპარატი.
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ ჰისტაცეტი ნაჩვენებია:
- სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის ნაზალური და ოკულარული სიმპტომების მოსახსნელად;
- ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ გაქვთ რაიე შეკითხვა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა სითხის მიყოლებით. ტაბლეტები უნდა გაიყოს ორ თანაბარ დოზად.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკის ზემოთ
რეკომენდებული დოზა არის 10 მგ, დღეში ერთხელ (1 ტაბლეტი).
შეიძლება არსებობდეს ბავშვებისათვის უფრო შესაფერისი შესაფერისი ამ პრეპარატის ალტერნატივა. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება 6-12 წლის ასაკის ბავშვებში
რეკომენდებული დოზა არის 5 მგ, დღეში ორჯერ (ნახევარი ტაბლეტი, დღეში ორჯერ).
შეიძლება იყოს ბავშვებისათვის უფრო შესაფერისი შესაფერისი ამ პრეპარატის ალტერნატივა. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზა არის 5 მგ დღეში ერთჯერ.
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, რომელმაც შეიძლება დააკორექტიროს დოზა თქვენი პრობლემის მიხედვით.
თუ თქვენს ბავშვს აქვს თირკმლის დაავადება, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, რომელმაც შეიძლება დააკორექტიროს დოზა თქვენი ბავშვის საჭიროების მიხედვით.
თუ ფიქრობთ, რომ ჰისტაცეტის მოქმედება ძალიან სუსტი ან ძლიერია, გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.
თუ მიიღეთ დიდი რაოდენობით ჰისტაცეტი
თუ მიიღეთ ჰისტაცეტის ტაბლეტების ძალიან დიდი რაოდენობა, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს.
თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს, საჭიროებისას.
ჭარბი დოზის მიღების შემდეგ ქვემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს მომატებული ინტენსივობით. აღინიშნა ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გონების არევა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, ავადობა, გუგების გაფართოება, ქავილი, აჟიტაცია, სედაცია, ძილიანობა, გაშეშება (ყველა ფიზიკური და ფსიქიკური აქტივობის შეჩერება), ძალიან სწრაფი გულის დარტყმები, ტრემორები და შარდის შეკავება.
თუ დაგავიწყდათ ჰისტაცეტის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ჰისტაცეტი
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება (თირკმლის მწვავე უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 10 მლ/წთ-ზე ქვემოთ);
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (იხილეთ პუნქტში 6), ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინის წარმოებულების მიმართ (სხვა პრეპარატის მჭიდროდ დაკავშირებული აქტიური სუბსტანციები).
სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს; აუცილებლობისას, მიიღებთ უფრო დაბალ დოზას. ახალი დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ.
თუ გაქვთ შარდვის პრობლემები (როგორიცაა ზურგის ტვინის პრობლემები ან პროსტატის ან შარდის ბუშტის პრობლემები), რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ ეპილეფსია ან კონვულსიების მომატებული რისკი, რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
არ აღინიშნა რაიმე მნიშვნელოვანი უღთიერთქმედებები ალკოჰოლსა (სისხლში ალკოჰოლი 0,5 გ/ლ დონით, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს) და ცეტირიზინს შორის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, როდესაც ცეტირიზინის უფრო მაღალი დოზები და ალკოჰოლი მიიღება ერთად. შესაბამისად, როგორც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების შემთხვევაში, თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰისტაცეტის მიღება ალკოჰოლთან.
თუ დაგეგმილია ტესტის ჩატარება ალერგიაზე, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, უნდა შეწყვიტოთ თუ არა ამ პრეპარატის მიღება ტესტის ჩატარებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.
ბავშვები
ეს პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ეს პრეპარატი დოზის საჭირო კორექციების შესაძლებლობას არ იძლევა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ჰისტაცეტის მიღება საკვებთან და სასმელთან
საკვები გავლენას არ ახდენს ჰისტაცეტის აბსორბციაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატების მსგავსად, ჰისტაცეტის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს. ორსული ქალის მიერ შემთხვევით ამ პრეპარატის მიღების შედეგად არ უნდა წარმოიშვას მავნე ეფექტები ნაყოფისათვის. მიუხედავად ამისა, ეს პრეპარატი გამოიყენებული უნდა იყოს მხოლოდ აუცილებლობისას და სამედიცინო რჩევის შემდეგ.
ცეტირიზინი გადადის დედის რძეში. ამიტომ, ჰისტაცეტი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს, გარდა თქვენი ექიმის დანიშნულებისა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კინიკური კვლევებისას არ გამოვლენილა ყურდაღების, სიფხიზლის ან ავტომობილების მართვის უნარის დაქვეითების მტკიცებულება რეკომენდებული დოზებით ჰისტაცეტის მიღების შემდეგ.
აუცილებელია, რომ ყურადღებით დააკვირდეთ თქვენს რეაქციას ამ პრეპარატზე ჰისტაცეტის მიღების შემდეგ, თუ აპირებთ ავტმობილის მართვას, პოტენციურად სახოფათო საქმიანობის შესრულებას ან დანადგარებით სარგებლობას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ჰისტაცეტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა ადაიანში.
შემდეგი გვერდითი ეფექტები ვითარდება იშვიათად ან ძალიან იშვიათად, მაგრამ, მათი განვითარებისას აუცილებელია შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება და მაშინვე მიმართოთ თქვენს ექიმს:
ალერგიული რეაქციები, მათ შორის სერიოზული რეაქციები და ანგიოშეშუპება (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას).
ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ამ პრეპარატის პირველად მიღებისას ან მოგვიანებით.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
ძილიანობა
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ფარინგიტი, რინიტი (ბავშვებში)
დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე
დაღლილობა
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)
აჟიტაცია
პარესთეზია (კანზე უჩვეულო შეგრძნებები)
მუცლის ტკივილი
ქავილი, გამონაყარი
ასთენია (ძლიერი დაღლილობა), შეუძლოდ ყოფნა
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)
ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ სერიოზული (ძალიან იშვიათი)
დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, გონების არევა, უძილობა
კრუნჩხვები
ტაქიკარდია (ძალიან სწრაფი გულის დარტყმები)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ჭინჭრის ციება
შეშუპება
წონაში მომატება
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10.000-დან 1-მდე ადამიანში)
თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების დაბალი დონეები)
ტიკები
სინკოპე (გონების დაკარგვა), დისკინეზია (უნებლიე მოძრაობები), დისტონია (უჩვეულოდ ხანგრძლივი კუნთების შეკუმშვები), ტრემორი, დისგევზია (გემოს ცვლილება)
მხედველობის დაბინდვა, აკომოდაციის დარღვევები (კონცენტრირების გაძნელება), ოკულოგირაცია (თვალების უნებლიე წრიული მოძრაობები)
ანგიოშეშუპება (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას), გამონაყარი
შარდის ელიმინაციის დარღვევა (საწოლში დასველება, ტკივილი შარდვისას და/ან შარდვის გაძნელება).
გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
მადის მომატება
სუიციდური აზრები (თვითმკვლელობის შესახებ განმეორებადი ფიქრები)
ამნეზია, მეხსიერების დარღვევა
ვერტიგო (ტრიალის ან მოძრაობის შეგრძნება)
შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის უუნარობა).
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის, ისეთი გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ ასევე პირდაპირ INFARMED I.P.-სთვის ქვემოთ მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
INFARMED, I.P.
Direcao de Gestao de Risco de Medicamentos
Parque da Saude de Lisboa, Av. Brasil 53
1749-004 Lisboa
Tel: +351 21 798 73 73
სამედიცინო ხაზი: 800 222 444 (უფასო)
Fax: + 351 21 798 73 97
Website: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage
E-mail: [email protected]
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია არის ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ბაზისური პოლიმეთაკრილატი, ტიტანის დიოქსიდი და ტალკი.
ჰისტაცეტის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ჰისტაცეტი წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტების სახით.
ეს პრეპარატი მოთავსებულია შეფუთვებში 20 შემოგარსული ტაბლეტით.
შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე და ეტიკეტზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
Atral
ჰისტაცეტი 10 მგ
შემოგარსული ტაბლეტები
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი ამ პრეპარატის გამოყენების წინ , ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტი დაცვით ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
მიმართეთ ფარმაცევტს თუ დაგჭირდათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა.
თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მათ შორის ისეთი გვერდითი
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, იხილეთ პუნქტი 4.
მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან უარესად იგრძნობთ თავს.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან თუ თავს
ამ ინსტრუქციის ფურცელში:
- რა არის ჰისტაცეტი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ჰისტაცეტის მიღების წინ
- როგორ მიიღება ჰისტაცეტი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ჰისტაცეტი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ჰისტაცეტი და რისთვის გამოიყენება
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ჰისტაცეტის აქტიური სუბსტნაცია. ჰისტაცეტი არის ანტიალერგიული პრეპარატი.
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ ჰისტაცეტი ნაჩვენებია:
- სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის ნაზალური და ოკულარული სიმპტომების მოსახსნელად;
- ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიის სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ ჰისტაცეტის მიღების წინ
არ მიიღოთ ჰისტაცეტი:
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება (თირკმლის მწვავე უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 10 მლ/წთ-ზე ქვემოთ);
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (იხილეთ პუნქტში 6), ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინის წარმოებულების მიმართ (სხვა პრეპარატის მჭიდროდ დაკავშირებული აქტიური სუბსტანციები).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს; აუცილებლობისას, მიიღებთ უფრო დაბალ დოზას. ახალი დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ.
თუ გაქვთ შარდვის პრობლემები (როგორიცაა ზურგის ტვინის პრობლემები ან პროსტატის ან შარდის ბუშტის პრობლემები), რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ ეპილეფსია ან კონვულსიების მომატებული რისკი, რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
არ აღინიშნა რაიმე მნიშვნელოვანი უღთიერთქმედებები ალკოჰოლსა (სისხლში ალკოჰოლი 0,5 გ/ლ დონით, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს) და ცეტირიზინს შორის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, როდესაც ცეტირიზინის უფრო მაღალი დოზები და ალკოჰოლი მიიღება ერთად. შესაბამისად, როგორც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების შემთხვევაში, თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰისტაცეტის მიღება ალკოჰოლთან.
თუ დაგეგმილია ტესტის ჩატარება ალერგიაზე, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, უნდა შეწყვიტოთ თუ არა ამ პრეპარატის მიღება ტესტის ჩატარებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.
ბავშვები
ეს პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ეს პრეპარატი დოზის საჭირო კორექციების შესაძლებლობას არ იძლევა.
სხვა პრეპარატები და ჰისტაცეტი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ჰისტაცეტის მიღება საკვებთან და სასმელთან
საკვები გავლენას არ ახდენს ჰისტაცეტის აბსორბციაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატების მსგავსად, ჰისტაცეტის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს. ორსული ქალის მიერ შემთხვევით ამ პრეპარატის მიღების შედეგად არ უნდა წარმოიშვას მავნე ეფექტები ნაყოფისათვის. მიუხედავად ამისა, ეს პრეპარატი გამოიყენებული უნდა იყოს მხოლოდ აუცილებლობისას და სამედიცინო რჩევის შემდეგ.
ცეტირიზინი გადადის დედის რძეში. ამიტომ, ჰისტაცეტი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს, გარდა თქვენი ექიმის დანიშნულებისა.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
კინიკური კვლევებისას არ გამოვლენილა ყურდაღების, სიფხიზლის ან ავტომობილების მართვის უნარის დაქვეითების მტკიცებულება რეკომენდებული დოზებით ჰისტაცეტის მიღების შემდეგ.
აუცილებელია, რომ ყურადღებით დააკვირდეთ თქვენს რეაქციას ამ პრეპარატზე ჰისტაცეტის მიღების შემდეგ, თუ აპირებთ ავტმობილის მართვას, პოტენციურად სახოფათო საქმიანობის შესრულებას ან დანადგარებით სარგებლობას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ჰისტაცეტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს.
- როგორ მიიღება ჰისტაცეტი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ გაქვთ რაიე შეკითხვა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა სითხის მიყოლებით. ტაბლეტები უნდა გაიყოს ორ თანაბარ დოზად.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკის ზემოთ
რეკომენდებული დოზა არის 10 მგ, დღეში ერთხელ (1 ტაბლეტი).
შეიძლება არსებობდეს ბავშვებისათვის უფრო შესაფერისი შესაფერისი ამ პრეპარატის ალტერნატივა. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება 6-12 წლის ასაკის ბავშვებში
რეკომენდებული დოზა არის 5 მგ, დღეში ორჯერ (ნახევარი ტაბლეტი, დღეში ორჯერ).
შეიძლება იყოს ბავშვებისათვის უფრო შესაფერისი შესაფერისი ამ პრეპარატის ალტერნატივა. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზა არის 5 მგ დღეში ერთჯერ.
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, რომელმაც შეიძლება დააკორექტიროს დოზა თქვენი პრობლემის მიხედვით.
თუ თქვენს ბავშვს აქვს თირკმლის დაავადება, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, რომელმაც შეიძლება დააკორექტიროს დოზა თქვენი ბავშვის საჭიროების მიხედვით.
თუ ფიქრობთ, რომ ჰისტაცეტის მოქმედება ძალიან სუსტი ან ძლიერია, გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.
თუ მიიღეთ დიდი რაოდენობით ჰისტაცეტი
თუ მიიღეთ ჰისტაცეტის ტაბლეტების ძალიან დიდი რაოდენობა, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს.
თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს, საჭიროებისას.
ჭარბი დოზის მიღების შემდეგ ქვემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს მომატებული ინტენსივობით. აღინიშნა ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გონების არევა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, ავადობა, გუგების გაფართოება, ქავილი, აჟიტაცია, სედაცია, ძილიანობა, გაშეშება (ყველა ფიზიკური და ფსიქიკური აქტივობის შეჩერება), ძალიან სწრაფი გულის დარტყმები, ტრემორები და შარდის შეკავება.
თუ დაგავიწყდათ ჰისტაცეტის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ჰისტაცეტი
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა ადაიანში.
შემდეგი გვერდითი ეფექტები ვითარდება იშვიათად ან ძალიან იშვიათად, მაგრამ, მათი განვითარებისას აუცილებელია შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება და მაშინვე მიმართოთ თქვენს ექიმს:
ალერგიული რეაქციები, მათ შორის სერიოზული რეაქციები და ანგიოშეშუპება (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას).
ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ამ პრეპარატის პირველად მიღებისას ან მოგვიანებით.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
ძილიანობა
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ფარინგიტი, რინიტი (ბავშვებში)
დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე
დაღლილობა
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)
აჟიტაცია
პარესთეზია (კანზე უჩვეულო შეგრძნებები)
მუცლის ტკივილი
ქავილი, გამონაყარი
ასთენია (ძლიერი დაღლილობა), შეუძლოდ ყოფნა
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)
ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ სერიოზული (ძალიან იშვიათი)
დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, გონების არევა, უძილობა
კრუნჩხვები
ტაქიკარდია (ძალიან სწრაფი გულის დარტყმები)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ჭინჭრის ციება
შეშუპება
წონაში მომატება
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10.000-დან 1-მდე ადამიანში)
თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების დაბალი დონეები)
ტიკები
სინკოპე (გონების დაკარგვა), დისკინეზია (უნებლიე მოძრაობები), დისტონია (უჩვეულოდ ხანგრძლივი კუნთების შეკუმშვები), ტრემორი, დისგევზია (გემოს ცვლილება)
მხედველობის დაბინდვა, აკომოდაციის დარღვევები (კონცენტრირების გაძნელება), ოკულოგირაცია (თვალების უნებლიე წრიული მოძრაობები)
ანგიოშეშუპება (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას), გამონაყარი
შარდის ელიმინაციის დარღვევა (საწოლში დასველება, ტკივილი შარდვისას და/ან შარდვის გაძნელება).
გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
მადის მომატება
სუიციდური აზრები (თვითმკვლელობის შესახებ განმეორებადი ფიქრები)
ამნეზია, მეხსიერების დარღვევა
ვერტიგო (ტრიალის ან მოძრაობის შეგრძნება)
შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის უუნარობა).
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის, ისეთი გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ ასევე პირდაპირ INFARMED I.P.-სთვის ქვემოთ მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
INFARMED, I.P.
Direcao de Gestao de Risco de Medicamentos
Parque da Saude de Lisboa, Av. Brasil 53
1749-004 Lisboa
Tel: +351 21 798 73 73
სამედიცინო ხაზი: 800 222 444 (უფასო)
Fax: + 351 21 798 73 97
Website: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage
E-mail: [email protected]
- როგორ ინახება ჰისტაცეტი
შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე და ეტიკეტზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ჰისტაცეტი
აქტიური სუბსტანცია არის ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ბაზისური პოლიმეთაკრილატი, ტიტანის დიოქსიდი და ტალკი.
ჰისტაცეტის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ჰისტაცეტი წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტების სახით.
ეს პრეპარატი მოთავსებულია შეფუთვებში 20 შემოგარსული ტაბლეტით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Laboratórios Atral, S.A.
ეშტასაუს ქუჩა 42
ვალა დუ კაღეგადუ
2600-726 კაშტანეირა დუ ღიბატეჟუ - პორტუგალია
ეს ინსტრუქციის ფურცელი ბოლოს შესწორდა 2017 წლის ივლისში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


